მეცნიერებმა სწრაფად ჩაძინების უჩვეულო საშუალება დაასახელეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა სწრაფად ჩაძინების უჩვეულო საშუალება დაასახელეს

მათი თქმით, ღამით წინდების ჩაცმა აქვეითებს სხეულის ტემპერატურას, რაც ჩაძინებას უწყობს ხელს.

სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ წინდები ხელს უწყობს დისტალური სისხლძარღვების გაფართოებას და უზრუნველყოფს სისხლის მოდინებას ტერფებისაკენ, რის შედეგადაც სხეულის ტემპერატურა იწყებს შემცირებას. მკვლევარებმა ექვსი მამაკაცი მიიწვიეს ძილის საკვლევად. თითოეული მოხალისე ჯერ იძინებდა წინდებში, შემდეგ მის გარეშე.

ექსპერიმენტის მონაწილეების ეძინათ 23 გრადუსის ტემპერატურის პირობებში. ისინი წინდებში 7,5 წუთით ადრე იძინებდნენ, ვიდრე მის გარეშე, 7,5-ჯერ უფრო იშვიათად ეღვიძებოდათ ღამე, ძილის საერთო დროც 32 წუთით უფრო ხანგრძლივი იყო და ძილის ეფექტურობაც 7,6%-ით მაღალი.

მეცნიერების დასკვნით, ძილის ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია ძილის დროს ფეხების ტემპერატურაზე ზემოქმედებით, თუმცა ორგანიზაცია Sleep Foundation გვაფრთხილებს, რომ ხანდაზმული ადამაინებისთვის ამგვარი მეთოდი შესაძლებელია არ იყოს რეკომენდებული. ისინი ურჩევენ წინდების ჩაცმას მათ, ვისაც სისხლის მიმოქცევის პრობლემები აქვს.

ძილთან დაკავშირებული რეგულარული პრობლემები სეროუზულად აზიანებს ადამიანის ტვინსა და გულს. უძილობა შეიძლება დავამარცხოთ იმით, რომ დაძინებამდე ერთი საათით ადრე ვისეირნოთ სუფთა ჰაერზე, დავიძინოთ ბნელ ოთახში, სადაც ჰაერის ტემპერატურა არ იქნება 20-23 გრადუსზე მაღალი.