რამდენად სასარგებლოა ველოსიპედით სიარული?
რომ მსხვილ ქალაქებში ველოსიპედით გადაადგილების ფართო გავრცელება რამდენიმე ათას ადამიანს ნაადრევი სიკვდილისაგან დაიცავს.
სპეციალისტებმა გააანალიზეს ველოსიპედების ფართოდ გამოყენების ტენდენცია, ასევე ქალაქში ველოსიპედით მოძრაობის დონე 17 ქვეყნის (ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, დანია, ეგვიპტე, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, მექსიკა, ნიდერლანდები, სამხრეთ აფრიკა, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.შ.) მაგალითზე. მათ ასევე გააკეთეს 2050 წლისთვის ველოსიპედების ფართოდ გამოყენების სცენარის მოდელირება. ველოსიპედებით მოძრაობის დონე შეიძლება გაიზარდოს ველოსიპედით მგზავრობის პირობების გაუმჯობესებისაკენ მიმართული პოლიტიკით.
კვლევის თანახმად, ყოველწლიურად შეიძლება ქალაქის 20-64 წლამდე ასაკის მაცხოვრებლებს შორის 205 424 ნაადრევი სიკვდილის შემთხვევის თავიდან აცილება, თუ ავტოტრანსპორტს სრულად ჩაანაცვლებს ველოსიპედი.