სასმელი, რომელიც არტერიულ წნევას აქვეითებს
რომ ყავა ერთ-ერთი იმ სასმელთაგანია, რომელიც აქვეითებს სისხლის წნევას. მისი სიტყვები მოჰყავთ პორტალზე Yahoo News Japan.
ექიმი აღნიშნავს, რომ ყავაში უნდა დავამატოთ ძმარი ან ლიმონი. ის გვირჩევს დღეში 3-4 ფინჯანი ყავის მიღებას პოლიფენოლების მოქმედების შესანარჩუნებლად.
იტაკურა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქლოროგენის მჟავას, რომელიც ყავას მომწარო გემოსა და ფერს ანიჭებს, გააჩნია რიგი დადებითი თვისებებისა. მათ შორის ანტიბაქტერიული მოქმედება ნაწლავში, ის ამუხრუჭებს ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებას და დადებითად მოქმედებს მხედველობაზე.
მედიკოსის განმარტებით ქლოროგენის მჟავა ასტაბილურებს სისხლის წნევას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, გვეხმარება ცხიმების წვაში, რაც ზრდის ენერგოდანახარჯებს. ასევე მას შეუძლია ორგანიზმში ანთების ჩახშობა, სისხლძარღვების კედლებზე ფოლაქების წარმოქმნის შემცირება და ეპითელური უჯრედების დაცვა, რითაც უზრუნველყოფს სისხლძარღვის ელასტიურობის შენარჩუნებას.