როგორ ვკვებოთ ტვინი - იცოდით, რომ E ვიტამინი ალცჰაიმერის დაავადებისაგან გვიცავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვკვებოთ ტვინი - იცოდით, რომ E ვიტამინი ალცჰაიმერის დაავადებისაგან გვიცავს

ნეირონების სიკვდილი იდეალური ცხოვრების წესის შემთხვევაშიც კი გარდაუვალია, რადგან დაბერების პროცესს ვერსად გავექცევით. წარმოიდგინეთ, რა ხდება, როცა ამას ერთვის ავადმყოფობა, სტრესი და ცუდი ეკოლოგიური პირობები! ყოველივე ეს აისახება თავის ტვინის მუშაობაზე და ასაკთან ერთად აუარესებს მას. მაგრამ შეიძლება, ტვინს მუშაობაში დავეხმაროთ. აქ დიდი როლი ენიჭება საკვებს. ტვინის კვებას დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ:

  • F ვიტამინის უკმარისობა იწვევს დეპრესიასა და გონებაგაფანტულობას. მისი მარაგის შევსება შესაძლებელია ისპანახით, მწვანილებით და კომბოსტოთი.
  • E ვიტამინი საგრძნობლად აქვეითებს ალცჰაიმერის დაავადების (მოხუცებულთა ჭკუასუსტობის) განვითარების რისკს. ამ ვიტამინს შეიცავს კაკალი, ხილი, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, კვერცხის გული. E ვიტამინის დღიური ნორმის მისაღებად საკმარისია 2,5 სუფრის კოვზი მზესუმზირას ან სხვა მცენარეული ზეთის მღება. E ვიტამინის დღიურ ულუფას შეიცავს 0,5 კგ ინდაურის ფილე, 1 კგ სკუმბრია, 60 გ ნუში, 80 გ ხორბლის მარცვალი.
  • B6 ვიტამინი დადებითად მოქმედებს ინტელექტუალურ პროცესებზე. მას შეიცავს ბანანი, კარტოფილი, შვრია, თინუსი, ქათმის ხორცი. დღიური ნორმა შეიძლება მიიღოთ 200 გ საქონლის ხორცისგან ან 50 გ შვრიის ფანტელისგან.
  • ყველამ იცის, რომ რკინის უკმარისობა იწვევს ანემიას, რომლის დროსაც თავის ტვინის სისხლით მომარაგება საგრძნობლად უარესდება, ეს კი ყურადღების კონცენტრაციის უნარს აქვეითებს. რკინის დღიური ნორმაა 2 მგ. რკინას შეიცავს ხორცი, პარკოსნები, წიწიბურა, ღვიძლი, პური, ვაშლი, ბროწეული.
  • კალციუმი რომ ორგანიზმისთვის აუცილებელია, ეჭვს არ იწვევს, მაგრამ მეცნიერებმა ახლახან დაადგინეს, რომ ეს ელემენტი, სხვა ყველაფერთან ერთად, დეპრესიის დამარცხებასაც უწყობს ხელს. კალციუმის დღიური ნორმაა 1,0-1,5გ. მას შეიცავს რძის ნაწარმი, ჩირი, ბროკოლი, ნუში, ქაშაყი.

წაიკითხეთ სრულად