/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როდის და რატომ შუპდება ყურის ბიბილო

როდის და რატომ შუპდება ყურის ბიბილო
ყურის ბიბილო სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება შეშუპდეს და აღინიშნოს მტკივნეულობა. ამ სიმპტომების იგნორირება არ ღირს, რადგანაც შეიძლება მიუთითებდეს რაიმე დაავადებაზე.

მიზეზები და სიმპტომატიკა:

უმრავლეს შემთხვევაში ყურის ბიბილოს შეშუპება და მტკივნეულობა განპირობებულია ანთებით. ამას გარდა, სიმპტომის პროვოცირება შეიძლება სხვადასხვა პათოლოგიამ მოახდინოს. ყურის ბიბილოზე ცხიმოვანი ჯირკვლებია განლაგებული და როდესაც ამა თუ იმ მიზეზის გამო ირღვევა კანის ცხიმის სინთეზი, ის შეიძლება დაიხშოს და ათერომები წარმოიქმნას. შეხებისას აღინიშნება მრგვალი, რბილი და უმტკივნეულო წარმონაქმნი. შეშუპებისას ყურის ბიბილოში შეიძლება აღინიშნოს ყრუ, მწველი ან მოპულსირე მტკივნეულობა. ეს მეტყველებს ანთებითი პროცესის დასაწყისზე. ძირითადი სიმპტომებია: ქავილი, ანთება, წვა, აქერცვლა და შეწითლება. ყურის ბიბილოს მიდამოში სიმსივნური წარმონაქმნი შეიძლება მეტყველებდეს ახალწარმონაქმნის განვითარებაზე. ადრეულ სტადიაზე ონკოლოგიური პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ დროთა განმავლობაში ვითარდება ტკივილი და ყურის მიდამოს შესივება. ათერომისა და ონკოლოგიის გარჩევა შესაძლებელია მხოლოდ ჰისტოლოგიურად.

ყურის ბიბილოს შეშუპების მიზეზი შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება განვითარდეს კანისა და თმის მოვლის სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებაზე, იუველირულ ნაკეთობაზე. მაგალითად, იაფფასიანი საყურე ხშირად შეიცავს ნიკელს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია. უსიამოვნო სიმპტომების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია უჟანგავი ლითონის, ვერცხლისა და ოქროს სამკაულების ტარება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შეშუპების დროს ვითარდება ტკივილი, შეიძლება აღინიშნოს გამონადენი და სისხლდენა. პრობლემის გადასაჭრელად, პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს ალერგენთან კონტაქტი. სასარგებლოა სახლის პირობებში ცივი კომპრესი.

პირსინგი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ახალგაზრდებს შორის ყურის ბიბილოს შეშუპებისა. ჩხვლეტის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს მტკივნეულობა, სიწითლე და მცირე ზომის შეშუპება. ყველაფერმა უნდა გაიაროს რამდენიმე დღეში ნანემსარის სწორი მოვლით. შეშუპების შესამცირებლად საჭიროა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება და ცივი კომპრესის დადება. თუ რამდენიმე დღეში შეშუპებამ არ გაიარა, აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია და ინფექციის გამორიცხვა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ტრავმები და დაჭიმულობა. მცირე დაზიანებებიც საკმარისია, რომ გამოვლინდეს გაღიზიანება და ყურის ბიბილოს ანთება. ტრავმები აღმოცენდება მძიმე და დიდი ზომის სამკაულების ტარებისას, ყურის ბიბილოზე ნაკაწრების არსებობისას, დაჟეჟილობის ან ვარჯიშისას. თუ ღია ტრავმაა, შეიძლება აღინიშნოს კაპილარული სისხლდენა, რადგანაც ყურის ბიბილოში ბევრი სისხლძარღვია. სისხლდენის შესაჩერებლად საჭიროა შესახვევი მასალის მჭიდროდ დადება ტრავმაზე. იუველირული ნაკეთობის ტარებისას დაჭიმულობამ შეიძლება ტკივილი და შეშუპება გამოიწვიოს. თუ პალპაციით აღინიშნება შეშუპება და ლიმფური კვანძების გადიდება, შეიძლება იყოს ინფექციური პროცესი.

ათერომა - კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. აღინიშნება მკვრივი ბურთულა, აღმოცენდება იქ, სადაც თავმოყრილია ცხიმოვანი ჯირკვლები კანის ფორების დახშვის გამო. თუ ნივთიერებათა ცვლა ორგანიზმში დარღვეულია, იზრდება ათერომის წარმოქმნის ალბათობა. ის სწრაფად იზრდება და შეიძლება გადაგვარდეს სახიფათო კისტად. ათერომა საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.

ფურუნკულოზი - ჩირქოვანი სოკოვანი ბუნების ანთებითი პროცესია. მიმდინარეობს მწვავედ, აღინიშნება ტკივილი, ტემპერატურის მომატება და შეწითლება. ფურუნკული მეორეული დაავადებაა, რომელიც ფორმირდება ინფექციური ხასიათის შინაგანი ანთების, მაგალითად, ოტიტის შედეგად. არ შეიძლება მისი თვითნებურად გახსნა, რადგანაც შეიძლება ინფექცია გავრცელდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სეფსისი. თუ მდგომარეობა უარესდება და ახალი წარმონაქმნები ვითარდება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და ძირითადი დაავადების მკურნალობა.

მწერების ნაკბენებმა შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესი და შეშუპება. თუ არ აღინიშნება დაინფიცირება და ალერგიული რეაქცია, უსიამოვნო შეგრძნებები სწრაფად გაივლის.

ჰემატომა შეიძლება გამოვლინდეს ყურის ნიჟარის ბლაგვი ტრავმის შედეგად. ჩვეულებრივ, ეს პრობლემა მოკრივეებსა და საბრძოლო ხელოვნების მიმდევრებს შორის შეიძლება შეგვხვდეს, რომელთათვისაც თავის არეში რეგულარული დარტყმები ნორმაა. ასეთი ტრავმის უმკურნალოდ დატოვებისას ყური დეფორმირდება და ღებულობს ბორცვოვან, უხეშ შესახედაობას.

ლიპომა ანუ ცხიმგროვა მცირე ზომისაა და ანთება არ აღინიშნება. შეიძლება მოგვაყენოს ესთეტიკური დისკომფორტი. დერმატიტი კანის დაავადებაა, რომელიც ვლინდება აქერცვლით, შეშუპებით, ქავილით, სიწითლით. ასეთი სიმპტომები ვლინდება ალერგიის შედეგად, დაბალი იმუნიტეტის, ქრონიკული დაავადებებისას. დერმატიტის მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური, რადგანაც გარეგნული გამოვლინება ორგანიზმის შინაგანი პრობლემების შედეგია.

ყურის ბიბილოს შეშუპება შეიძლება სხვა მიზეზითაც მოხდეს: სხვადასხვა ინფექცია, ქირურგიული ჩარევა, მაგალითად, სახის გადაჭიმვა, გამონაყარი.

შეშუპებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია. მკურნალობა დამოკიდებულია ძირითად მიზეზზე. თუ ანთება ალერგიამ გამოიწვია, აუცილებელია ალერგენის მოშორება, ნიკელის სამკაულებზე უარის თქმა. ინფექციები და ბაქტერიებით პროვოცირებული სხვა პრობლემები მოითხოვს ანტიბიოტიკებით მკურნალობას. მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია დასვას სწორი დიაგნოზი და დანიშნოს მკურნალობა. ფურუნკულის გამო განვითარებული ანთება საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.

ათერომის დროს შეშუპების, შეწითლების, მტკივნეულობისა და ტემპერატურისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია, რადგანაც ეს სიმპტომები მეტყველებს კაფსულის შიგთავსის ანთებაზე.

ლიპომა თავისთავად არაა საშიში, მაგრამ დიდი ზომის შემთხვევაში აღინიშნება ესთეტიკური დეფექტი და საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

ყურის ბიბილოს შეშუპებისას საჭიროა მიზეზის გამოვლენა. ადგილობრივი მკურნალობა გულისხმობს მედიკამენტურ მკურნალობას ან ოპერაციულ ჩარევას. მედიკამენტებით მკურნალობა მოიცავს ანტისეპტიკებს, ანტიბაქტერიულ საშუალებებს, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, ყურის წვეთებს, ანტიჰისტამინურ მედიკამენტებს.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ალოეს ფოთოლი, რომელიც უნდა გავჭრათ შუაზე, მოვათავსოთ დაზიანებულ ადგილზე და დავაფიქსიროთ პლასტირით. ის ხსნის ანთებას. არაა რეკომენდებული ჩირქოვანი და ცხიმოვანი წარმონაქმნის თვითნებურად გამოდევნა, დაზიანების ადგილის გახურება, თვითნებურად მედიკამენტების მიღება. რეკომენდებულია სწორი კვება, ქრონიკული დაავადებების მკურნალობა. პირსინგი უნდა გავიკეთოთ მხოლოდ სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სამკაულები კი უნდა იყოს კარგი ხარისხის ჰიპოალერგიული მასალისგან. მნიშვნელოვანია ყურის ნიჟარის ჰიგიენის დაცვა, მისი რეგულარულად გასუფთავება, ნებისმიერი ტრავმის დროულად მკურნალობა.

კომენტარები (2)
თამარი
გამარჯობათ ყურის გვერდზე მხარეს ქავილი მაქ და მიხურს აქერცლილი ით
თარიღი : 25-04-2024
ელენე
გასაგები გახდა ჩემთვის თქვენი კონსულტაცია მადლობა
თარიღი : 17-06-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როდის და რატომ შუპდება ყურის ბიბილო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები