წინასაახალწლო თადარიგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წინასაახალწლო თადარიგი

საახალწლო სამზადისი ერთგვარი სასიამოვნო გაწამაწიაა, მაგრამ ბოლო ორი წელია საახალწლო დღესასწაული და მისთვის სამზადისი განსხვავებულია, არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში. ახალი წლის თანმხლები საზეიმო განწყობა და განწყობილება რომ ამაღლებული დარჩეს მსოფლიო პანდემიისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ამისათვის ყველანაირი ღონე უნდა იხმაროს განსაკუთრებით ქალმა, დიასახლისმა, რომ დიდისა თუ პატარასთვის დღესასწაული დღესასწაულად დარჩეს. დისტანციური ცხოვრების რეჟიმი არ უნდა აისახოს საახალწლო განწყობილებაზე, ამიტომ დიასახლისებმა ყველაფერი შეძლებისდაგვარად ტრადიციულად და ძველებურად უნდა გააკეთონ, თუმცა ბევრს ეს ქანცავს და ფიტავს. როგორ მოვახერხოთ ყველაფრის ორგანიზება ისე, რომ ამან ნერვული დაძაბულობა არ გამოიწვიოს და საახალწლო განწყობილება არ გაგვიფუჭოს?

დღესასწაულს რომ ღირსეულად შევხვდეთ, არ გადავიღალოთ და საახალწლო განწყობაც შევინარჩუნოთ, საჭიროა, ყველაფრისთვის წინასწარ დავიჭიროთ თადარიგი და თანდათანობით მოვემზადოთ.

თავდაპირველად შევადგინოთ გეგმა.

ყველაზე დიდი სირთულე მაინც ფულის მოძიებაა. საახალწლო სამზადისისთვის მართლაც საკმაო თანხაა საჭირო. ბევრს ახალი წლის წინ ნამდვილი „ფლანგვის ვირუსი“ შეეყრება ხოლმე და რამდენიმე დღეში მთელი თვის ბიუჯეტი უქრება ხელიდან. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ყველაფერს რაციონალურად მივუდგებით და საქმეს გონივრულად გავანაწილებთ. ასე სტრესსაც გადავურჩებით.

შეგიძლიათ, წინასწარ მოიმარაგოთ:

  • სასაჩუქრო ნაკრებები და სუვენირები.
  • დაკონსერვებული პროდუქტები (მაგალითად, მჟავე კიტრი, ბარდა, ზეთისხილი, სიმინდის მარცვლები).
  • ახალგაყინული ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები.
  • ალკოჰოლური სასმელები.
  • ციტრუსები.

საახალწლო ხარჯები ადრევე გათვალეთ. უპირველესად, განსაზღვრეთ, რამდენის დახარჯვის უფლება შეგიძლიათ მისცეთ თავს ახალი წლის შესახვედრად. გაითვალისწინეთ სტუმრების რაოდენობა და თქვენი ფინანსური შესაძლებლობები. სასურველია, სუფრის ორგანიზებისთვის, საჩუქრებისა და გართობისთვის გადადოთ თავისუფალი ბიუჯეტის არა უმეტეს 25%-ისა - ის თანხა, რომელიც არ არის გათვალისწინებული კომუნალური გადასახადების, სწავლისა თუ მკურნალობისთვის.

ეცადეთ, ყოველთვიურად გადადოთ მცირე თანხა. ამ შემთხვევაში დეკემბრის დასაწყისისთვის უკვე საკმაო დანაზოგი გექნებათ.

ნუ იქნებით წინასაახალწლო ხელფასის იმედად. ნასესხები ფულით დღესასწაულის აღნიშვნაც არ გამოვა - ახალი წლის წინ გასესხება, ალბათ, ყველას გაუჭირდება. გაითვალისწინეთ: სავარაუდო ხარჯი თქვენ მიერ გამოყოფილ თანხაზე 10-15%-ით ნაკლები უნდა იყოს. ეს იმიტომ, რომ ახალი წლის წინა დღეებში ფასები იზრდება.

დაგეგმეთ სადღესასწაულო ხარჯები. საყიდლებზე წასვლამდე შეადგინეთ ორი სია. პირველში შეიტანეთ ის ნივთები და მომსახურება, რომელთა გარეშეც დღესასწაული ვერ შედგება, მეორეში - ისინი, რომლებიც აუცილებელი არ არის. მათთვის ფულის დახარჯვა მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს, თუ პირველი სიის ბიუჯეტი სადღესასწაულოდ გამოყოფილზე ნაკლები აღმოჩნდა. კიდევ უფრო გონივრული იქნება, თუ პირველ სიაში შეიტანთ ერთ ან ორ პუნქტს მეორიდან.

შეადარეთ ერთი და იგივე ნივთების ფასი სხვადასხვა მაღაზიაში - ხშირად ის საგრძნობლად განსხვავებულია. ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯს, თავდაპირველად მაღაზიებს მხოლოდ დასათვალიერებლად და შესაფასებლად ესტუმრეთ.

მოინახულეთ ინტერნეტმაღაზიები. ფასები აქ ჩვეულებრივ მაღაზიებზე მცირეა - 10%-ით მაინც, შინ მიტანა კი ხშირად უფასოა.

ნუ გადადებთ საჩუქრების შეძენას ბოლო დღეებისთვის - ეს სტრესამდე მიგიყვანთ, დროსაც დაგაკარგვინებთ და ფულსაც უაზროდ გადაგაყრევინებთ.

შეადგინეთ მათი სია, ვისთვისაც საჩუქრების მიძღვნას აპირებთ. ჩაინიშნეთ, სახელდობრ რის შეძენას აპირებთ და რა თანხის გამოყოფას შეძლებთ.

აარჩიეთ არც ისე ძვირფასი, მაგრამ ორიგინალური საჩუქრები. ბოლოს და ბოლოს, ძვირფასია არა თვით საჩუქარი, არამედ ყურადღება.

ლამაზ შესაფუთს დიდი მნიშვნელობა აქვს, შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია და თქვენს საყვარელ ადამიანებს სიხარულს მიანიჭებს.

დაზოგეთ ფული სადღესასწაულო სუფრაზეც. პროდუქტების მომარაგება თვის დასაწყისიდანვე დაიწყეთ - რაც უფრო ახლოვდება დღესასწაული, მით უფრო ძვირდება სურსათი.

მაღაზიაში ყოველი შესვლისას შეიძინეთ რამე დღესასწაულისთვის: შამპანური, შოკოლადის ნაკრები, ქილა ბარდა და ა.შ., - რათა დღესასწაულის წინ საყიდელი დაგრჩეთ მხოლოდ პური და სხვა შედარებით იაფი პროდუქტები.

ყოველკვირა გამონახეთ დრო საყიდლებისთვის. დეკემბრის უქმეებზე, ახალი წლის წინა დღეებში, მაღაზიებში სიარული არ ღირს - ამ დროს იქ ყოველთვის უამრავი ხალხია და შოპინგი მოუხერხებელია. როცა გარშემო ხალხი ირევა, ძნელია საჭირო ნივთის შერჩევა, კონსულტაციის მიღება, დიდია უხარისხო ნივთის შეძენის ალბათობა.

ყველაფერი, რის შეძენასაც აპირებთ, იყიდეთ დღესასწაულამდე ორი-სამი კვირით ადრე. თუ საჭირო თანხა არ აღმოგაჩნდათ, დაგეგმეთ საყიდლებზე წასვლა ახალ წლამდე 2-3 დღით ადრე - ამ დროისთვის უმეტესობა ყველაფრის ყიდვას ასწრებს და მაღაზიებში სიხალვათეა.

ინტერიერის უმნიშვნელო ცვლილებაც კი დადებით გავლენას ახდენს ნებისმიერი ადამიანის ფსიქიკაზე, იწვევს სასიამოვნო ემოციას, ამაღლებს განწყობილებას, გვმატებს ხალისს, გვავსებს ენერგიით...

თუ ინტერიერის გასაახლებლად არც დრო გაქვთ და არც ფინანსები, შეიძლება მცირესაც დავჯერდეთ.

რით დავიწყოთ? უპირველეს ყოვლისა, გადაწყვიტეთ, რომელი ნივთების მოშორება გსურთ. ეს შეიძლება იყოს ტანსაცმელი, რომელსაც დიდი ხანია აღარ იცვამთ, სუვენირები, რომლებიც თვალს აღარ ახარებს, ძველი, მორყეული სავარძელი. აი, ძველ ბუფეტსა და მუცელგამობურცულ კომოდს ხელს ნუ ახლებთ - ეს ხომ საოჯახო რელიკვიებია! თუ ისინი შელახულია, მოძებნეთ რესტავრატორი.

ზოგ რამეს უბრალოდ ადგილი შეუცვალეთ. მაგალითად, სავსებით შესაძლებელია წიგნების კარადის გადატანა სასტუმრო ოთახიდან ჰოლში, თუ ფართობი ამის საშუალებას იძლევა. შესაძლოა, ღირდეს საძინებლიდან ტრიუმოს გადატანაც - მას წარმატებით შეცვლის ჩარჩოში ჩასმული და კედელზე მიმაგრებული სარკე, ხოლო კრემის ქილები და ტუალეტის სხვა ნივთები შეიძლება საწოლთან მიდგმულ ტუმბაზე მოთავსდეს. კარადის უკან ძველებური თეჯირი იმტვერება? შეგიძლიათ, მისი დახმარებით სასტუმრო ოთახში მოსასვენებელი კუთხე მოაწყოთ. ფანჯარასთან დადგით სავარძელი, გვერდით მიუდგით ტორშერი და თეჯირით შემოსაზღვრეთ მყუდრო კუთხე. აქ ოჯახის ყველა წევრს შეეძლება განმარტოება იმ დროს, როცა ოჯახის სხვა წევრები ტელევიზორს უყურებენ.

ნუ გადააადგილებთ ავეჯს, თუ წინასწარ არ გაქვთ მოფიქრებული, სად რა დადგათ. შეადგინეთ სქემა. გაზომეთ ყველა ის ნივთი, რომელთა გადაადგილებასაც აპირებთ, რათა გამოთვალოთ, გეყოფათ თუ არა ფართობი და სივრცე. შეეცადეთ წარმოიდგინოთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ახალ ადგილას დივანი ან კარადა. ამასთან, გადაადგილების დროს უნდა დაიცვათ წესი: დიდი მოცულობის ნივთები კედელთან უნდა იდგეს, რათა ოთახი არ დაჩრდილოს.

სტილს დეტალები ქმნის, ამიტომ ინტერიერის შეცვლისას წვრილმანებამდე გათვალეთ დეკორის ყველა ელემენტი.

მაგიდაზე ახალი სუფრა გადააფარეთ - სასადილო მთლიანად შეიცვლის იერს.

სასტუმრო ოთახში თაროებზე დადგით რამდენიმე ერთნაირი წვრილი ლარნაკი - გამოვა მოხდენილი კომპოზიცია.

შეცვალეთ ფარდები და რბილი ავეჯის გადასაფარებლები ერთი ტონით მშვიდი ფერის ქსოვილით - ეს ოთახს მყუდროებას შემატებს.

ნუ შეუშინდებით რადიკალურ გადაწყვეტილებებს! თუ ახალ ინტერიერში თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, ავეჯის ძველ ადგილას დაბრუნება ყოველთვის შეიძლება. სამუშაოში ჩართეთ ოჯახის წევრები, უფროსებიცა და უმცროსებიც - ისინი დაგეხმარებიან ფიზიკურადაც და რჩევებითაც, ხოლო როცა ინტერიერი ფერს იცვლის, შეიძლება სახლის საახალწლოდ მორთვაც.