სიმპტომები, რომლებიც სუსტ იმუნიტეტზე მიგვანიშნებს - როდის უნდა ვიეჭვოთ, რომ ჩვენი იმუნური სისტემა გამართულად არ ფუნქციონირებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიმპტომები, რომლებიც სუსტ იმუნიტეტზე მიგვანიშნებს - როდის უნდა ვიეჭვოთ, რომ ჩვენი იმუნური სისტემა გამართულად არ ფუნქციონირებს

ცივი ხელები

ხელებზე გამუდმებით გცივათ?- ეს სისხლძარღვების პრობლემაზე მიუთითებს. როდესაც ფეხის ან ხელის თითები, ყურები, ცხვირი მუდმივად გაყინული გაქვთ, ამ დროს სისხლის ცირკულაცია დარღვეულია. სხეულის ეს ნაწილები შესაძლოა, მოთეთრო ელფერს იძენდეს, სიცივისას კი ლურჯ ფერს. როდესაც მათ სისხლის ნაკადი მიეწოდება, ისინი წითელია.

ექიმები აღნიშნულ ფენომენს, „რეინოს სინდრომს“ უწოდებენ. დაავადებისას ძირითადად მტევნების და ტერფების სისხლმომარაგება ირღვევა. რეინოს სინდრომი იმუნური სისტემის პრობლემების, ასევე სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს იჩენს თავს. დაავადება შესაძლებელია თამბაქოს მოწევის, ან რაიმე მედიკამენტის მიღების შედეგადაც განვითარდეს.

გაიგეთ უფრო მეტი რეინოს სინდრომის შესახებ.

მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები

დიარეა, რომელიც 2-დან 4 კვირაზე მეტხანს გრძელდება, შესაძლოა, გამაფრთხილებელი ნიშანი იყოს იმასა, რომ იმუნური სისტემა წვრილ ნაწლავს ან საჭმლის მომნელებელ ტრაქტს აზიანებს.

რაც შეეხება ყაბზობას, ეს პრობლემა შესაძლებელია გამოწვეული იყოს როგორც იმუნური სისტემის პრობლემებით, ასევე მიზეზს შესაძლებელია ბაქტერიები, ვირუსები ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემა წარმოადგენდეს.

თვალების სიმშრალე

თუ თქვენ აუტოიმუნური დაავადება გაწუხებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი იმუნური სისტემა საკუთარ უჯრედებსა და ქსოვილებს უტევს.

აუტოიმუნურ დაავადებებს მიეკუთვნება, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი და ლუპუსი.

ადამიანები, რომლებსაც აუტოიმუნური დაავდებები აწუხებთ, ხშირად თვალების სიმშრალეს უჩივიან, მათ თვალში უცხო სხეულის(ხშირად ქვიშის) შეგრძნება აწუხებთ.

სიმშრალეს შეიძლება თან ახლდეს თვალების ტკივილი, სიწითლე, თვალიდან გამონადენი და მხედველობის დაქვეითება.

დაღლილობა

ხშირად გრძნობთ თავს დაღლილად? დიახ, როდესაც იმუნური სისტემა გამართულად არ მუშაობს, ეს დაღლილობის, მოთენთილობის და გაბრუების შეგრძნებას იწვევს, როგორც გრიპის დროს. ასეთ შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძალების აღდგენაში ძილი დაგეხმაროთ.

თუ დაღლილობას სახსრებისა და კუნთების ტკივილიც ახლავს თან, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მსუბუქი ცხელება

ნორმაზე მაღალი ტემპერატურა ხშირად იმუნური სისტემის გადატვირთულ, გააქტიურებულ მუშაობაზე მიუთითებს. ასე ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში ინფექცია შეიჭრება , ასევე აუტოიმუნური დაავადებების გამწვავებისას.

თავის ტკივილი

თავის ტკივილის უამრავი მიზეზი არსებობს, თუმცა ის აუტოიმუნური დაავადების დროსაც იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, ვასკულიტი, რომელიც სისხლძარღვების ანთებაა.

გამონაყარი

თუ თქვენი კანი იდეალურად გამოიყურება, ეს ნიშნავს, რომ თქვენი იმუნური სისტემაც გამართულად მუშაობს

კანის აუტოიმუნური დაავადებები საკმაოდ გავრცელებული და ხშირია, რასაც ქავილი, სიწითლე, სიმშრალე და სხვადასხვა სიმპტომი ახასიათებს. მაგალითად, ლუპუსის მქონე ადამიანებს ხშირად უჩნდებათ კანზე პეპლის ფორმის გამონაყარი, ცხვირსა და ლოყებზე.

სახსრების ტკივილი

სახსრების ანთება, შეშუპება, ტკივილი, რომელიც დილით უარესდება- ეს ყველაფერი იმუნური სისტემის პრობლემაზე მიანიშნებს.

თმის ცვენა

იმუნური სისტემა ხშირად თმის ფოლიკულებს ესხმის თავს. თმის ცვენა შეიძლება შენიშნოთ, როგორც სკალპზე, ასევე სხეულის სხვა ნაწილებზეც. იმუნური რეაქციით გამოწვეულია ბუდობრივი თმის ცვენა, იგივე ალოპეცია არეატა.

განმეორებითი ინფექციები

წელიწადში ორზე მეტჯერ ანტიბიოტიკების მიღება, შესუსტებულ იმუნიტეტზე მიუთითებს(ბავშვებში 4-ზე მეტჯერ).

ქრონიკული სინუსიტები, წელიწადში ყურის ინფექციით 4-ზე მეტჯერ ავადობა(არ ითვლება ბავშვები), პნევმონია (წელიწადში 2-ჯერ) და სხვა. ეს ყველაფერი საგანგაშოა და მოითხოვს იმუნური სისტემის დროულ დახმარებას.

მზის მიმართ მომატებული მგრძნობელობა

აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანებს ხშირად მზის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვთ. ისინი მზის ულტრაიისფერი სხივების მიმართ ალერგიულები არიან. მათ ფოტოდერმატიტი აწუხებთ.

ასეთ დროს მზეზე ყოფნისას შესაძლოა, გამონაყარი ან ლაქები გაგიჩნდეთ. მზის ალერგია თავის ტკივილითა და გულისრევითაც ხასიათდება.

მტევნების და ტერფების დაბუჟება

მრავალ სხვა მიზეზთან ერთად, ხელები და ფეხები შეიძლება იმუნური სისტემის გაუმართავი მუშაობის შედეგადაც დაგიბუჟდეთ.

მაგალითად, გილენ-ბარეს (გიიენ-ბარეს) სინდრომის დროს. დაავადებისას დაბუჟება ტერფებიდან იწყება, შემდეგ კი მკლავებსა და გულმკერდზე გადადის.

ყლაპვის პრობლემა

ზოგიერთი ადამიანი კვებისას გრძნობს, რომ საკვები ყელში ან გულმკერდში აქვთ „გაჩხერილი“. კუჭ-ნაწლავის პრობლემებთან ერთად, ამის მიზეზი შესაძლებელია აუტოიმუნური დაავადებაც იყოს.

წონის აუხსნელი ცვლილება

არ შეგიცვლიათ კვების რეჟიმი, ჩვეულებრისამებ ინარჩუნებთ ფიზიკურ აქტიობას, თუმცა წონაში მკვეთრად მოიმატეთ?! ეს შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებაზე მიუთითებდეს.

თეთრი ლაქები

ზოგჯერ იმუნური სისტემა კანის პიგმენტის წარმომქმნელ უჯრედებს- მელანოციტებს ებრძვის. ამ დროს სხეულზე ჩნდება თეთრი ლაქები და ვითარდება აუტოიმუნური დაავადება- ვიტილიგო.

კანის და თვალების სიყვითლე

სიყვითლე მანიშნებელია იმის, რომ იმუნური სისტემა ღვიძლის ჯანსაღ უჯრედებს უტევს. ამ დროს შესაძლებელია განვითარდეს აუტოიმუნური ჰეპატიტი.