დუნდულა კუნთების ყრუ ტკივილი, რომელიც ჩაკუნტვისას ძლიერდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დუნდულა კუნთების ყრუ ტკივილი, რომელიც ჩაკუნტვისას ძლიერდება

ქალის ორგანიზმის ფუნქციობას უზრუნველყოფს მსხლისებრი კუნთი, რომელიც იწყება გავის ძვლიდან და ემაგრება ბარძაყის ძვალს. ამ კუნთის სპაზმირებისა და ფიბროზირებისას ხშირად იჩენს თავს გავის, წელის, დუნდულა კუნთების ყრუ ტკივილი, რომელიც ჩაკუნტვისას ძლიერდება.

გარდა ამისა, მსხლისებრი კუნთის სპაზმი შესაძლოა იქცეს რიგი დაავადების, კერძოდ, ჰემოროის, მენჯ-ბარძაყის ართროზის მიზეზად (კუნთის სპაზმი ჭიმავს სახსარს, აძნელებს მის მუშაობას, რასაც დაავადების განვითარებამდე მივყავართ). სამშობიარო არხი მჭიდროდ ეკვრის გავის ძვალს, ამიტომ მსხლისებრი კუნთის შეკუმშვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშობიარობაში - განდევნის და აბრუნებს ნაყოფის თავს და ამით უზრუნელყოფს მშობიარობის ბუნებრივ პროცესს. მსხლისებრი კუნთის სპაზმმა და ფიბროზმა შესაძლოა მშობიარობა გააძნელოს.

თუ მსხლისებრი კუნთი ფიბროზირებულია, ნაყოფის თავი დიდხანს არის ერთ მდგომარეობაში, ამიტომ შესაძლოა დაზიანდეს რბილი ქსოვილები და სხვა გართულებებმაც იჩინოს თავი. მეორე მხრივ, მსხლისებრი კუნთი მშობიარობისას თვითონვე იღებს ტრავმას, რაც შესაძლოა ლოგინობის პერიოდში მისი ფიბროზის განვითარების მიზეზად იქცეს. მტკივნეული სქესობრივი კავშირი - ინტიმური სიახლოვის დროს ტკივილი სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული.

უპირველეს ყოვლისა, ტკივილის შეგრძნება ვითარდება საშოს კუნთის მინიმალური სპაზმირებისას (ასეთი სპაზმები შეიძლება გამოიწვიოს გინეკოლოგთან უბრალო ვიზიტმაც). თუ სქესობრივი კონტაქტი უხეშად წარიმართა, მაშინ მცირე მენჯის მიდამოში სპაზმირდება პრაქტიკულად ყველა კუნთი და იოგი.