10 ანტისტრესი - რჩევა სკანდინავიელებისაგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

10 ანტისტრესი - რჩევა სკანდინავიელებისაგან

(თუმცა არც უმაგისობაა), არამედ ის, თუ როგორ უნდა შევიქმნათ განსაკუთრებული სიმყუდროვე - ის რაც ზამთრის მოკლე, უღიმღამო დღეებში დაგვეხმარება.

ცხოვრების ამგვარი წესები გაგვაძლიერებს გახანგრძლივებული სტრესების (სამსახურებრივი თუ პირადი) დროს, შეგვინარჩუნებს ენერგიას წლის ცივ, რთულ პერიოდში და დაგვაფიქრებს იმაზე, თუ რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი.

განათება

მკვერთრი ფლუორესცენციური ნათურები არა თუ საჭიროა, სტრესის დროს, არამედ აუცილებელიც. უმჯობესია შევიძინოთ თბილი ნათების ნათურები და განვათავსოთ მთელ სახლში. ეს პატარა სინათლის კუნძულები გაცილებით მეტად ამშვიდებს თვალებს და შესაბამისად, სახლში მოდუნებაში გვეხმარება.

აანთეთ სანთელები

სანთლების ანთების პროცესი თავისთავად სასიამოვნოა და ბავშვობიდან ასოცირდება დღესასწაულთან. უფრო მეტიც, ისეთმა არომატებმა, როგორიცაა ვანილი, ლავანდა ან გვირილა შეიძლება ტვინში გარკვეული რეაქციები გამოიწვიოს, რაც მოდუნებას უწყობს ხელს. კერძოდ, როგორც ამბობენ, კიტრის არომატის სანთლების აღელვებისას გვამშვიდებენ.

გააკეთეთ პაუზები

შვედური ფიკა მუშაობისას, ყოველ დღე შესვენების ტრადიციაა, რათა მშვიდად ვისიამოვნოთ ცხელი სასმელით და ტკბილი ნამცხვრით (მაგალითად ფუნთუშა დარიჩინით). დატვირთულ, რთულ დღეებში მცირე პაუზები გადართვისა და დასვენების საშუალებას იძლევა, რაც გადაღლის პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა.

მოუსმინეთ მუსიკას

სიმღერები, რომლებიც კარგ განწყობაზე გვაყენებს: რომანტიკული ბალადები, სიმღერები მიუზიკლებიდან, საშობაო ჰიმნები და საესტრადო კლასიკა - მთავარია რომ მოგვწონდეს. სახლში, გზაში, მანქანაში შექმენით განწყობა.

გამოდით ოთახიდან

ხანგრძილივი ფეხით სიარული, სკანდინავიური სიარული, სირბილი სუფთა ჰაერზე- აირჩიეთ ის რაც გსიამოვნებთ წელიწადის ამ დროს.

დაპატიჟეთ სტუმრები

სახლში მოიწვიეთ ისინი, ვისთანაც გსიამოვნებთ მომავალზე საუბარი, დროის გატარება. არ ისაუბროთ პოლიტიკაზე, ფულსა და ჯანმრთელობაზე.

განმარტოვდით

მიიღეთ თბილი აბაზანა და მოდუნდით. ყოველდღიურად იმდენად ბევრ საქმეს ვაკეთებთ, ისე სწრაფად დავრბივართ, რომ საკუთარი თავისთვის დრო აღარ გვრჩება. ასეთი მოდუნება და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა ფსიქოლოგიური სიჯანსაღისა და წონასწორობის საწინდარია.

ყავის მოდუღება

სკანდინავიელები მსოფლიოში ყავის ყველაზე დიდი ფანატები არიან. არომატული ყავა შესანიშნავი დილის ტრადიციაა, რომელიც განწყობის შექმნაში გვეხმარება.

სახლის მორთვა

სახლი მორთეთ არა მარტო სადღესასწაულოდ, არამედ ყოველდღიურადაც. გირლანდები, სანთლები, რბილი ბალიშები და სახლის არომატები ეს ყველაფერი უსაფრთხო, სასიამოვნო სივრცეს ქმნის, სადაც კარგია ყოფნა.

შეინარჩუნეთ ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის

ეს არის ემოციური გადაწვის პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპი. ყველა პროფესიაში დროდადრო არის ჭარბი მუშაობის აუცილებლობა და მნიშვნელოვანი ღონისძიებები. თუ ეს რეგულარულად ხდება, შესაძლებელია ემოციურად გამოიფიტოთ. ოფისიდან დროულად წადით სახლში, დააწესეთ, რომ აღარ იმუშაოთ მაგალითად 8 საათის შემდეგ და შეეცადეთ დაიცვათ ეს წესი. აუცილებლად უნდა გქონდეთ დრო, როდესაც არ შეამოწმებთ შეტყობინებებს. ზოგჯერ „ფრენის რეჟიმის“ ნახევარი საათიც კი შესანიშნავი საშუალებაა სტრესისა და შფოთვის შესამცირებლად.