რა არის მჯდომარე ცხოვრების უარყოფ ითი ეფექტი
რაც უფრო მეტ დროს ატარებს ადამიანი მჯდომარე, მით მეტია ისეთი უარყოფითი ეფექტების განვითარების რისკი, როგორებიცაა - გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და ინსულტი.
კალგარის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეაგროვეს მონაცემები 40 წლის ზემოთ ასაკის 143 ათას ადამიანზე, რომელთაც დაფიქსირებული არ ჰქონდათ ინსულტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და კიბო. ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება გრძელდებოდა 9 წლის განმავლობაში.
მეცნიერებმა გააანალიზეს მჯდომარედ ყოველდღიურად გატარებული დრო. ის შეადგენდა საშუალოდ 4 საათს. კვლევის მონაწილეებიდან ინსულტი განუვითადა სამი ათას ადამიანს. 60 წელზე ახალგაზრდა დაბალი ფიზიკური აქტივობის მქონე მონაწილეებს, რომლებიც მჯდომარედ ატარებდნენ 8 საათზე მეტხანს, ინსულტის რისკი 4,2-ჯერ მაღალი ჰქონდათ, მათთან შედარებით, რომლებიც 4 საათზე ნაკლებ დროს ატარებდნენ სავარძელში.\