ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ინფექციური დაავადებებით და კორონავირუსით დასნებოვნების რისკს ზრდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ინფექციური დაავადებებით და კორონავირუსით დასნებოვნების რისკს ზრდის

ეს კი არღვევს ფიზიკურ წონასწორობას და მოძრაობის კოორდინაციას, იწვევს ძილიანობას. თუმცა ასეთი ძილის ხარისხი დაბალია, რადგანაც ორგანიზმი აგრძელებს ალკოჰოლის გადამუშავებას. ტვინსა და ნერვულ სისტემაზე ალკოჰოლის ზემოქმედებით სწრაფად იცვლება განწყობა, ადგილი აქვს არეულ აზროვნებას და ირღვევა მეხსიერება. ალკოჰოლის მრავალწლიანი მოხმარება იწვევს ტვინის უჯრედების ზომის შემცირებას, რაც გამოიხატება კოგნიტიური ფუნქციების დარღვევაში.

ალკოჰოლი აფართოვებს სისხლძარღვებს, რაც იწვევს კანისკენ სისხლის მოდინებას და სითბოს ხანმოკლე შეგრძნებას. თუმცა ის სწრაფად გადის, ტემპერატურა ეცემა და ადამიანი უფრო სწრაფად ცივდება, რაც ზრდის გადაციების და მოყინვის რისკს. ალკოჰოლი აუწყლოებს ორგანიზმს, ზრდის წნევას, ორგანიზმი გამოიმუშავებს სტრესის ჰორმონებს, რომლებიც ავიწროვებენ სისხლძარღვებს, რაც გულზე დატვირთვას ზრდის.

ალკოჰოლში არსებული მჟავები იწვევს გულისრევასა და ღებინებას, აღიზიანებს ნაწლავებს, აქვეითებს პერისტალტიკას, იწვევს გულძმარვას.

ღვიძლი, რომელსაც ალკოჰოლი გამოჰყავს ორგანიზმიდან, ვეღარ ასწრებს სისხლში საკმარისი რაოდენობით შაქრის გამოყოფას. ამის გამო ადგილი აქვ სისუსტეს და კიდურების ტრემორს. ალკოჰოლის ხანგრძლივად გამოყენებისას, ადგილი აქვ ღვიძლის გაცხიმოვნებას.

ალკოჰოლი არღვევს ჰიპოთალამუსში ჰორმონ ვაზოპრესინის გამომუშავებას, რომელიც აკონტროლებს თირკმელებით გამოყოფილი შარდის მოცულობას. ვაზოპრესინის გამომუშავების დარღვევისას, თირკმელებში გაცილებით მეტი შარდი პროდუცირდება, რაც იწვევს ხშირ შარდვას და გაუწყლოებას. ალკოჰოლი ხელს უშლის კუჭუკანა ჯირკვლის მუშაობას, რომელიც გამოჰყოფს ჰორმონ ინსულინს და საჭმლის გადამამუშავებელ ნივთიერებებს.

ალკოჰოლი აქვეითებს სისხლის თეთრი სხეულაკების წარმოებას, რომელებიც წინ აღუდგებიან პათოგენურ მიკროორგანიზმებს, რაც ზრდის ინფექციური დაავადებებით და კორონავირუსით დასნებოვნების რისკს. ალკოჰოლის მოხმარება აქვეითებს კალციუმის დონეს, რაც ძვლის ქსოვილს აზიანებს.