დღესასწაულის შემდგომი სტრესი - ახალი წელი რამდენადაც სასიამოვნოა, იმდენადვე დამქანცველია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დღესასწაულის შემდგომი სტრესი - ახალი წელი რამდენადაც სასიამოვნოა, იმდენადვე დამქანცველია

ტრადიციული ქართული სუფრა მეტისმეტად ღლის ქალებს. მას წინ უძღვის ხანგრძლივი სამზადისი: სახლის დალაგება, საჩუქრებზე ზრუნვა, ტკბილეულის მომზადება, სუფრის გაშლა... გემრიელი კერძები და ტკბილეული წონის მომატებას განაპირობებს და განტვირთვის დღეებს ითხოვს, რაც ქალს უფრო მეტად ღლის.

ახალი წელი რამდენადაც სასიამოვნოა, იმდენადვე დამქანცველია, გამორჩეულად – ქალებისთვის, რადგან სწორედ მათ ზურგზე გადადის ყოველგვარი სამზადისი და საზრუნავი.

დღესასწაული ჩაივლის და თქვენ არაქათგამოცლილი და იმედგაცრუებული რჩებით. არადა, რამდენი გეგმა გქონდათ! დარბოდით მაღაზიებში, ახლობლებისთვის საჩუქრებს არჩევდით, იგონებდით სადღესასწაულო კერძების რეცეპტებს, გინდოდათ თავი მოგეწონებინათ და ყველას აღფრთოვანება დაგემსახურებინათ... ხეირიანად დასვენებაც კი ვერ მოასწარით – უკვე დროა, მაღვიძარა მომართოთ. სამსახურში წასვლა უდიდეს ძალისხმევად გიჯდებათ, ოჯახი და კოლეგები ერთნაირად გაღიზიანებენ... როგორც ჩანს, თქვენ დღესასწაულის შემდგომი სტრესის მსხვერპლი ბრძანდებით.

ხანგრძლივი უქმეების შემდეგ ცხოვრების რიტმის შეცვლამ შეუძლებელია სტრესი არ გამოიწვიოს. პირობები შეიცვალა – ბუნებრივია, ორგანიზმი, ფსიქიკა ამაზე რეაგირებენ, რათა ადაპტაცია მოახდინონ შეცვლილ გარემოსთან. ძალები მობილიზდება, გარემოსა და სიტუაციის მკვეთრი ან ხანგრძლივი ცვლილება იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს.

საზაფხულო შვებულების შემდეგ სამუშაო რიტმში დაბრუნება უფრო იოლია, რადგან ამაში კოლეგების საქმიანი განწყობა გეხმარებათ, დღესასწაულის შემდგომი საყოველთაო მოდუნება და დაღლილობა კი შრომის ეფექტიანობას მაინცდამაინც არ ზრდის. უსიამოვნო განწყობილება, მოთენთილობა, ძილის დარღვევა – ეს დღესასწაულის შემდგომი სტრესის ნიშნებია. საინტერესოა, როგორ გაატარეთ დღესასწაული, ხომ არ გჭირდებათ „დასვენება დასვენების შემდეგ“.