ყველას როდი უყვარს ახალი წელი - ადამიანები, რომლებიც ახალი წლის დღეებში უფრო მწვავედ განიცდიან მარტოობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველას როდი უყვარს ახალი წელი - ადამიანები, რომლებიც ახალი წლის დღეებში უფრო მწვავედ განიცდიან მარტოობას

- ეს ხომ მართლაც ზღაპრული, ჯადოსნური დღეა. ყველა სასწაულს ელის, აცილებს ძველ წელს და ხვდება ახალს - ახალი სურვილებით, ოცნებებით, იმედებით.

ბავშვობაში მიღებული დადებითი ემოციები ადამიანს მთელი ცხოვრება მიჰყვება, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ დღესასწაულს მოვუწყობთ და როგორ მივულოცავთ პატარებს. მათ გონებაში ყველაზე მკაფიოდ გამორჩეული დღეები აღიბეჭდება.

თუმცა დღესასწაული ყველას ერთნაირად როდი უხარია. არსებობენ ადამიანები, უმეტესად - მარტოხელები, რომლებსაც საშინლად აღიზიანებთ წინასაახალწლო ხალხმრავლობა, სამზადისი, ვაჭრობა, ნაძვის ხის მოსართავების, თოვლის ბაბუების დანახვა ზიზღსაც კი ჰგვრით.

მათ მიაჩნიათ, რომ ახალი წელი ერთფეროვანია და მოსაწყენი, ხშირად ამტკიცებენ, რომ ამ დღესასწაულმა თავისი პირვანდელი აზრი და დანიშნულება დაკარგა. ეს დამოკიდებულება ხშირად მოჩვენებითია. მის მიღმა შესაძლოა სინანული იმალებოდეს. ასეთი ადამიანები ახალი წლის დღეებში უფრო მწვავედ განიცდიან თავიანთ მარტოობას.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ისინი ნებაყოფლობით ემიჯნებიან კოლექტივს, მხიარულებას, რადგან გულის სიღრმეში თავს მოკვეთილად, გარიყულად გრძნობენ. ნუ ეცდებით მარტოხელებისთვის ნოტაციების კითხვას, ნურც ცხოვრებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გამო გაკიცხავთ. ჯობს, ახალ წელს სტუმრად მიიპატიჟოთ, მაგრამ ნურც მათი უარი გაგაკვირვებთ. მათ, ვისაც დღესასწაულებზე მარტოობის გრძნობა უმძაფრდება, ფსიქოლოგები ურჩევენ, არ მოექცნენ უარყოფითი ემოციების გავლენის ქვეშ, ნუ იფიქრებენ იმაზე, რომ მარტოსულნი და უბედურნი არიან.