ბიუსტჰალტერის გარეშე სიარული მასტოპათიის განვითარებას უწყობს ხელს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბიუსტჰალტერის გარეშე სიარული მასტოპათიის განვითარებას უწყობს ხელს

უკანასკნელ ხანს ახალგაზრდა გოგონებში მოდად იქცა ბიუსტჰალტერის გარეშე სიარული. ზოგს ეს არაესთეტიკურად მიაჩნია, მაგრამ აქ მთავარი სხვა რამაა: თავისუფლად მოძრავი სარძევე ჯირკვლები არათანაბარი მოძრაობისას ზედმეტად იტვირთება, მათში ნორმალური სისხლის მიმოქცევა ირღვევა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შეგუბებითი მოვლენები და ბიძგი მისცეს ისეთი სერიოზული პათოლოგიის განვითარებას, როგორიცაა მასტოპათია.

მასტოპათიის მიზეზად შეიძლება იქცეს დაუფიქსირებელი ჯირკვლის ხშირი ტრავმაც. თავის მხრივ, მასტოპათია როგორც კეთილთვისებიანი კისტის, ფიბროადენომის, ისე ავთვისებიანი ქსოვილოვანი წარმონაქმნების მაპროვოცირებელი ფაქტორია. თუ ბიუსტჰალტერის ტარება დისკომფორტს გიქმნით, გირჩევთ, შეიძინოთ ნატურალური ქსოვილის თეთრეული - სინთეზური კანს აღიზიანებს და კიდევ უფრო უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. დაბოლოს, ნუ ივარჯიშებთ ბიუსტჰალტერის გარეშე და აუცილებლად გაიხადეთ ღამით, რადგან წოლისას ის იწვევს სუნთქვის გაძნელებას, სისხლის მიმოქცევის შეზღუდვას და ხელს უშლის სრულფასოვან ძილს.

მასტოპათია

მასტოპათია სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ჰორმონული დისბალანსის (წონასწორობის დარღვევის) ფონზე ვითარდება. იგი უმთავრესად რეპროდუქციული (25-დან 45 წლამდე) ასაკის ქალებს ემართებათ. სტატისტიკურად მასტოპათიით დაავადებულია ქალების 65-80%.

დაავადების მიზეზია ნეიროჰუმორული ფაქტორი. ეს იმას ნიშნავს, რომ პათოლოგიის გამშვებ მექანიზმად შესაძლოა იქცეს ნერვული მოშლილობა - სტრესი, დეპრესია, ნევროზი. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის შინაგან გარემოს, კერძოდ, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და ჰორმონების ბალანსს.

გაიგეთ უფრო მეტი- მასტოპათია