პოდაგრული ართრიტი - დაზიანებული სახსრის შეტევისას, მიირთვით დიდი რაოდენობით მწვანე ჩაი და კენკროვანი სასმელები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პოდაგრული ართრიტი - დაზიანებული სახსრის შეტევისას, მიირთვით დიდი რაოდენობით მწვანე ჩაი და კენკროვანი სასმელები

მსუყე, შემწვარ-მოხრაკული საკვებისა თუ სპირტიანი სასმელების ჭარბი მიღების შემდეგ მისი შეტევები განსაკუთრებით ხშირდება. როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადების გამწვავება და როგორ მოვიქცეთ, თუ მაინც ასე მოხდა, ამის თაობაზე ექიმ ნინო მაისურაძის რჩევებს შემოგთავაზებთ.

- პოდაგრული ართრიტი, პოდაგრა, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთი ეტაპის მოშლით გამოწვეული დაავადებაა. ამ ეტაპის მოშლის შედეგად შარდმჟავას მარილები, ურატები, სახსრებში ილექება და იწვევს მის ანთებით დაზიანებას - პოდაგრულ ართრიტს. საბედნიეროდ, ეს პათოლოგია კარგად ემორჩილება მკურნალობას. პოდაგრულ ართრიტს არც ისე ხშირად ვხვდებით, თუმცა თავად ტერმინი “პოდაგრა” გაცილებით ხშირად გვესმის - ბევრი შეცდომით ამ სახელს უწოდებს ფეხის დიდი თითის დაზიანებით მიმდინარე პათოლოგიებს. დაავადება უმეტესად მამაკაცებს ემართებათ 40 წლიდან.

ქალებში ის იშვიათია და ნაკლები სიმწვავითა და აგრესიით მიმდინარეობს. ყოველივე ამას ქალისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონები განაპირობებს. კერძოდ, მამაკაცის სასქესო ჰორმონები არსებით გავლენას ახდენს სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციაზე და მის მატებას იწვევს, რაც ქალებში, გასაგები მიზეზით, ნაკლებმოსალოდნელია.

- დიდხანს დომინირებდა აზრი პოდაგრული ართრიტის სამკურნალო დიეტის თაობაზე. რამდენად ეფექტიანია იგი?

- დიეტა კომპლექსური თერაპიის ნაწილია. იგი არ არის მკაცრი, პირიქით, საკმაოდ დამზოგველია და ითვალისწინებს რაციონიდან ზოგიერთი საკვების ამოღებას: შებოლილი და ცხარე პროდუქტებისა, ხორცის ნახარშისა, თევზისა და ხორცის კონსერვებისა, შოკოლადისა და ყავისა. სამაგიეროდ, აუცილებელია, რაციონში ჩაირთოს ხილის წვენები, ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, რძის ნაწარმი, ბუნებრივი ქონდროპროტექტორებით მდიდარი საკვები, ხრტილების ნახარში. რაციონი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ დღის განმავლობაში მიღებული შარდმჟავას რაოდენობა არ აღემატებოდეს 500 მგ-ს, ხოლო კვირის განმავლობაში - 3000-ს. იკრძალება ალკოჰოლური სასმელები. მკურნალობის პერიოდში სასურველია სტრესული სიტუაციებისა და გადაღლისთვის თავის არიდება.

- რას ურჩევდით პაციენტებს დაავადების შეტევათა თავიდან ასაცილებლად?

- გამწვავებისას ერიდონ პურინებით მდიდარ საკვებს: ხორცს, ხორცის სუბპროდუქტებს (საქონლისა და ღორის გულს, თირკმელებს, ტვინს), ცხიმიან თევზს, პარკოსნებს: ბარდას, ლობიოს, სოიას, - და სხვა. რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, განსაკუთრებით - მწვანე ჩაისა, ასევე კენკრის ნაყოფისა და ფოთლებისგან დამზადებული სასმელებისა. გარდა კვებითი რეკომენდაციების დაცვისა, აუცილებელია დაზიანებული სახსრის განტვირთვა, დასვენება, ისეთი ფეხსაცმლის ტარება, რომელიც მაქსიმალურად დაზოგავს სახსარს და დააზღვევს ტრავმისგან.

მკურნალ ექიმთან უნდა გადამოწმდეს და შეთანხმდეს ყველა იმ მედიკამენტის ნუსხა, რომლებსაც სხვა დაავადებათა სამკურნალოდ იღებენ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, აუცილებელია, ყველა წამალს დააყოლონ დიდი რაოდენობით წყალი. მიზანშეწონილია აქტიური ცხოვრების წესი: სწრაფი სიარული, ველოსიპედი, ცურვა, ტანვარჯიში. ამ რეკომენდაციათა შესრულება საჭიროა მაშინაც, როდესაც დაავადება რემისიის ანუ მიძინების სტადიაშია.