ლიმონის წვენისა და კვერცხის ნაჭუჭის კოქტეილი ძვლებს უხდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლიმონის წვენისა და კვერცხის ნაჭუჭის კოქტეილი ძვლებს უხდება

ყველამ იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია ძვლებისთვის კალციუმი. ძვლები უფრო მტკიცე რომ გახდეს, ორგანიზმს კალციუმი არ უნდა მოაკლდეს. მაგრამ რამდენიც არ უნდა მიირთვათ ხაჭო და სვათ კალციუმის გლუკონატი, ქსოვილებში მისი მხოლოდ 15% მოხვდება, ეს კი ძვლების გასამაგრებლად საკმარისი არ არის. ორგანიზმმა კალციუმი უკეთ რომ აითვისოს, მიიღეთ C და D ვიტამინები, აგრეთვე - მაგნიუმი (Mg) და ბორი (B).

D ვიტამინი, უფრო ზუსტად, მისი ერთ-ერთი ნაირსახეობა - D3, რომელიც არეგულირებს კალციუმის ცვლას, ყველაზე მეტია თევზის ქონში.

ბორი ხელს უშლის კალციუმისა (Ca) და მაგნიუმის გამორეცხვას შარდთან ერთად. ამ ელემენტით მდიდარია პომიდორი, ვაშლი, მსხალი, წითელი ღვინო, ქიშმიში, სოიის პროდუქტები, შავი ქლიავი, არაქისი, ფინიკი, თაფლი და ზღვის პროდუქტები.

მაგნიუმი ხელს უშლის კალციუმის გახსნას. იგი ყველაზე მეტია ხორბალში, გარგარსა და კომბოსტოში.

  • ურიგო არ იქნება, თუ ძვლებს დროდადრო ლიმონის წვენისა და კვერცხის ნაჭუჭის კოქტეილით გაუმასპინძლდებით: მაგრად მოხარშეთ კვერცხი (სასურველია, თეთრი), გაფცქვენით, ნაჭუჭს მოაცილეთ თეთრი აპკი, კარგად გამოაშრეთ და დაფქვით ან ძალიან წმინდად დანაყეთ. 1 სუფრის კოვზ ფხვნილს დაუმატეთ 1 ჭიქა ახალგამოწურული ლიმონის წვენი და შვიდი დღით დააყენეთ. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში სამჯერ.