მეცნიერები გვირჩევენ, მეტი დრო გავატაროთ დამდგარ მდგომარეობაში
ეს არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევის კომპლექსი, რომელიც მკვეთრად ზრდის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
4 კვირის განმავლობაში კვლევის ყველა მონაწილე ატარებდა მაჯაზე აქსელერომეტრს - გადამცემს, რომელიც დღე-ღამეში ფიზიკური აქტივობის დონეს საზღვრავს.
მიღებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებდნენ კვლევის მონაწილეები ფეხზე და არა დამჯდარ მდგომარეობაში, მით უკეთესი იყო ქსოვილების ინსულინასდმი მგრძნობელობის მაჩვენებელი. ამასთან ეს ურთიერთკავშირი აღინიშნებოდა მიუხედავად იმისა, რამდენს მოძრაობდა ან იჯდა კვლევის მონაწილე დღის განმავლობაში, აღენიშნებოდა თუ არა ჭარბი წონა და როგორ ფიზიკურ ფორმაში იყო.
მიღებული შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ უმოძრაო ცხოვრების წესის შემთხვევაში დროის ნაწილი მაინც, უნდა გავატაროთ არა დამჯდარ, არამედ ფეხზე დამდგარ მდგომარეობაში.