რა საშიშროების შემცველია დაბალი წნევა
დაბალი წნევა ასევე მოქმედებს ჯანმრთელობაზე. სამწუხაროდ მას დაავადებად არ თვლიან, რის შედეგადაც არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმ ადამიანთა რაოდენობაზე, რომელთაც ჰიპოტონია აწუხებთ.
ჰიპოტონიის სიმპტომებია: ყურებში ხმაური, სისუსტე, თავის ტკივილი, არამყარი სიარული, არითმია. ჰიპოტენზია შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დაავადება, განსაკუთრებით მაღალ, გამხდარ ადამიანებში, რომლებიც არ ვარჯიშობენ. ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციამ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა და ნეიროგენულმა მოშლილობამ.
დაბალი წნევა სახიფათოა ხანდაზმული ადამიანებისთვის, რადგანაც თავბრუსხვევის შემთხვევაში შეიძლება დაკარგონ წონასწორობა და წაიქცნენ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ტრავმატიზაცია.
კიდევ ერთი საშიშროებაა გულის შეტევა, განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის.