რითია სასარგებლო ჩიას თესლი
რომლებიც ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. სულ რაღაც ორ ჩაის კოვზი ჩიას თესლი შეიცავს დღიური ნორმის: სასარგებლო ცხიმების 13%, უჯრედისის 40%, კალციუმის 17% და მაგნიუმის 23%.
დიდი რაოდენობით ხსნადი უჯრედისის შემცველობის გამო, ჩიას თესლი აქვეითებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს, რაც ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს.
უჯრედისი ხელს უწყობს შაქრის შთანთქმას და აქვეითებს სისხლში გლუკოზის დონეს, ხოლო ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს გულის მუშაობის გაუმჯობესებას. ამას გარდა, ჩიას თესლი შეიცავს თუთიას, ფოლის მჟავას და С ვიტამინს.
ცილების, სასარგებლო ცხიმებისა და უჯრედისის შესანიშნავი ბალანსის წყალობით, ჩიას თესლი ორგანიზმს ეხმარება ენერგიის სტაბილური დონის შენარჩუნებაში. რთული ნახშირწყლები, რომელიც ამ პროდუქტშია, უფრო დიდ ხანს გადამუშავდება და შესაბამისად არ იწვევს შაქრის დონის ნახტომისებურ აწევას, რაც ასევე გავლენას ახდენს ენერგიის დონეზე.