გრიპი და ვიტამინების ნაკლებობა - ადამიანმა ყოველდღე რომ შეჭამოს 4-6 ცალი ლიმონი, 2 კგ ხახვი ან 800 გრამი ნიორი - ეს რა თქმა უნდა, შეუძლებელია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გრიპი და ვიტამინების ნაკლებობა - ადამიანმა ყოველდღე რომ შეჭამოს 4-6 ცალი ლიმონი, 2 კგ ხახვი ან 800 გრამი ნიორი - ეს რა თქმა უნდა, შეუძლებელია

გრიპი, რომელსაც ხშირად გაციებასთან ვაიგივებთ, საშიში ვირუსული დაავადებაა. როგორია მისი სიმპტომები?

- გრიპი მართლაც მძიმე დაავადებაა. ის ადამიანის სიცოცხლესაც კი უქმნის საფრთხეს. გრიპის პირველი სიმპტომებია შემცივნება, ტემპერატურის მკვეთრი მომატება (39-40 გრადუსამდე), მთელ სხეულში მტვრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, თვალების ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, საერთო სისუსტე. მოგვიანებით იწყება მშრალი ხველა, ჩნდება ფხაჭნის შეგრძნება ყელის არეში, წამოწითლდება სახე, თვალები. სურდო თავდაპირველად შესაძლოა არც კი განვითარდეს და დაავადების მხოლოდ მეორე-მესამე დღეს იჩინოს თავი.

გრიპის პირველივე სიმპტომების შემჩნევისას ადამიანი უნდა დაწვეს. არ შეიძლება გრიპის ფეხზე გადატანა - ამან შესაძლოა საშიში გართულებები გამოიწვიოს.

გრიპი, ჩვეულებრივ, 5-7 დღეს გრძელდება. თუ ტემპერატურა უფრო მეტხანს გაგრძელდა, სასწრაფო ზომები უნდა მივიღოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გრიპი უფრო ძნელად გადააქვთ ხანდაზმულებს, ასევე - ქრონიკულ ავადმყოფებს, მაგალითად, ბრონქული ასთმით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს. ასეთმა ადამიანებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

- როგორ ვებრძოლოთ გრიპს?

- ეპიდემიის პერიოდში უნდა ვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, ხალხმრავალ ღონისძიებებს. თუ მაინც გავხდით ავად, მივმართოთ ექიმს. გრიპის მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი წოლითი რეჟიმია. თუ ავადმყოფს აქვს ძალიან მაღალი - 38,5-39 გრადუსი - ტემპერატურა, აუცილებლად უნდა დავწიოთ სიცხე - ავადმყოფს შუბლზე დავადოთ სველი საფენი, მივცეთ სიცხის დამწევი საშუალება.

- შეიძლება თუ არა ამ დროს ანტიბიოტიკების მიღება?

- გრიპისა და გაციების დროს ანტიბიოტიკების მიღება უსარგებლოა, ვინაიდან ისინი მოქმედებენ ბაქტერიებზე და არა ვირუსებზე. ანტიბიოტიკების მიღება არათუ თავიდან ვერ აგვაცილებს გრიპის გართულებებს, არამედ შესაძლოა გააუარესოს კიდეც მდგომარეობა - გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, დაავადების გაქრონიკულება, დისბაქტერიოზი. ანტიბიოტიკი უნდა დანიშნოს მხოლოდ ექიმმა გრიპის გართულებათა სამკურნალოდ.

დაავადების პირველ დღეებში მიზანშეწონილია მივიღოთ ანტივირუსული პრეპარატები, რომლებსაც აქვს სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. მოგვიანებით მათი მიღება უეფექტოა. გამოგვადგება რემანტადინი, ვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისათვის - ინტერფერონი, ვიროგელი, ოქსოლინის მალამო (ცხვირზე წასასმელად). სიცხის დამწევი საშუალებებიდან - პარაცეტამოლი, კოლდრექსი, ფერვექსი და სხვა.

- სიცხის დამწევი საშუალებები ახსენეთ. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება იმის შესახებ, საჭიროა თუ არა ტემპერატურის დაწევა. აგვიხსენით, როდის უნდა მივიღოთ სიცხის დამწევი საშუალებები?

- მოზრდილი ადამიანისთვის კრიტიკული ტემპერატურა 38,5 გრადუსია. თუ სიცხემ უფრო მაღლა აიწია, სიცხის დამწევი საშუალება აუცილებლად უნდა მივიღოთ.

- რამდენად ეფექტურია გრიპის ეპიდემიის დროს ვიტამინოპროფილაქტიკა?

- ზამთრის მიწურულს, გაზაფხულის პირზე, ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტია. ხილსა და ბოსტნეულში ამ დროისათვის არსებული ვიტამინები ვეღარ აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას. მაგალითად, C ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილება რომ დაიკმაყოფილოს, ადამიანმა ყოველდღე უნდა შეჭამოს 4-6 ცალი ლიმონი, 2 კგ ხახვი ან 800 გრამი ნიორი. რასაკვირველია ეს შეუძლებელია. გრიპის ეპიდემიის პირობებში შესაძლებელია ვიტამინოპროფილაქტიკა შესაბამისი პრეპარატებით.

წაიკითხეთ სრულად