როგორ შევებრძოლოთ უძილობას და გამოუძინებლობას

პირველ რიგში, ძილის მოსაწესრიგებლად, აუცილებელია მოვიშოროთ საათი და ტელეფონი. მუდმივად ციფერბლატზე და ტელეფონის ეკრანზე ყურადღება და იმასზე ფიქრი დრო როგორ მიდის, ორგანიზმისთვის დამატებითი სტრესია.
სომნოლოგები გვირჩევენ არ დავრჩეთ საწოლში, როდესაც დიდხანს არ გვეძინება. უძილობის გამკლავების კარგი საშუალებაა წამოვდგეთ საწოლიდან და რაიმე მშვიდი საქმიანობით შევიქციოთ თავი, რათა ძილისათვის განკუთვნილი ადგილი არ გადაგვექცეს სტრესის ფაქტორად.
უძილობის უარყოფითი შედეგები განსაკუთრებით მრავლადაა მგრძნობიარე ადამიანებში, რომელთაც გონების მოკრება უჭირთ. უძილობის თავიდან ასაცილებლად, ყავის მიღება სტრატეგიულად უნდა მოვახდინოთ. ანუ ის უნდა მივიღოთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმის დაწყების წინ. ამას გარდა მუდმივად უნდა ვეცადოთ სუფთა ჰაერზე ყოფნას.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
უახლესმა კვლევებმა აჩვენს, რომ ძილის დროს ტვინი სუფთავდება ნარჩენი პროდუქტებისაგან და ხანგრძლივი უძილობა შეიძლება გახდეს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკის შემცველი.
რაც შეეხება დღე ძილს. რეკომენდებულია, მისი ხანგრძლივობა არ იყოს ნახევარ საათზე მეტი, რადგანაც არსებობს რისკი, რომ ღამით ძილი გაუარესდება და გართულდება ჩაძინების პროცესი.