რითია ჩაის დიდი რაოდენობით მიღება ძვლებისთვის საშიში
ოპტიმალურია დღეში დაახლოებით ოთხი ფინჯანი ჩაის მიღება. ჩაიში არსებული ტანინი ჭარბი მოხმარებისას ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის შემცველობის შემცირებას, რაც ოსტეოპოროზის განვითარებას იწვევს. ეს რისკი განსაკუთრებით მაღალია ჩაის მოყვარულებში, რომლებიც ყოველდღიურად 10-ზე მეტ ფინჯან ჩაის იღებენ. ამ სასმელში არის მთრიმლავი ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს რკინის ათვისებას, რაც ორგანიზმში მის ნაკლებობას იწვევს. ამდენად ჩაის დიდი მოცულობით მიღება არაა სასურველი მათთვის, ვისაც ორგანიზმში ამ მიკროელემენტის პრობლემა აქვს. ჩაის მირთმევის შემდეგ რამდენიმე საათში შეიძლება ამ მინერალის ბიოდანამატის მიღება.
დიდი მოცულობით ჩაი ასევე საშიშია მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებისთვის.