დასვენების დღეებში სამუშაო ფოსტის შემოწმება ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დასვენების დღეებში სამუშაო ფოსტის შემოწმება ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება

მათ გამოკითხეს ავსტრალიის ორმოცი უნივერსიტეტის 2200-ზე მეტი თანამშრომელი და დაადგინეს, რომ ისინი, ვინც არასამუშაო დროს პასუხობენ სამსახურეობრივ ზარებს და წერილებს, სხვებზე ხშირად იმყოფებიან ქრონიკული სტრესის, ემოციური გადაწვისა და სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკის ქვეშ.

რესპოდენტთა 26%-მა აღიარა, რომ იძულებულები არიან თავისუფალ დროს რეგულარულად, მოახდინონ სამსახურთან დაკავშირებულ ელექტრონულ წერილებზე, ზარებსა და შეტყობინებებზე რეაგირება. გამოკითხულთა 57% განაცხადა მათ მუდმივად უწევთ სამუშაო ურთიერთობა კოლეგებთან საღამოობით, სამსახურის შემდეგ. გამოკითხულთა 50% ხშირად ღებულობდა სამსახურთან დაკავშირებულ შეტყობინებებს, ზარებსა და იმელებს გამოსასვლელ დღეებში, ხოლო 36%-მა განაცხადა რომ მათ ორგანიზაციებში მიღებულია, რომ შეტყობინებაზე მყისიერად უნდა უპასუხონ.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, დამსაქმებელთა მოლოდინი, რომ ხელქვეითები ხელმისაწვდომი იქნებიან 24 საათი კვირაში შვიდი დღე, ამ უკანასკნელთა ჯანმრთელობაზე დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს.

ეს სიტუაცია განსაკუთრებით გაღრმავდა პანდემიის დროს, დისტანციურ სამუშაოზე და მუშა პროცესის გაძლიერებულ გაციფრულებაზე გადასვლისას. სამსახურსა და დასვენებას შორის ზღვარის წაშლა ადამიანებს მოდუნების და აღდგენის საშუალებას ართმევს, რაც იწვევს ფსიქიკურ და ფიზიკურ მოშლილობას. სამუშაო დღის ბოლოს ყველას უნდა ჰქონდეს სამსახურიდან გამოთიშვის საშუალება- აღნიშნავენ მკვლევარები.