საახალწლო სამზადისი - იაპონელები ახალი წლის აღნიშვნას სახლის დალაგებით იწყებენ, იტალიაში კი ახალი წლის დამდეგს პირდაპირ ფანჯრებიდან ყრიან ძველ ტანსაცმელს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საახალწლო სამზადისი - იაპონელები ახალი წლის აღნიშვნას სახლის დალაგებით იწყებენ, იტალიაში კი ახალი წლის დამდეგს პირდაპირ ფანჯრებიდან ყრიან ძველ ტანსაცმელს

დალაგების პროცესი დავყოთ მოდულებად ისე, რომ ყოველ მათგანს რამდენიმე საათი დავუთმოთ. დაიწყეთ ფანჯრებით. გაწმინდეთ ჩარჩოები, მოაწესრიგეთ რაფები, გარეცხეთ ფარდები. არ დაგავიწყდეთ გამათბობელი საშუალებების გასუფთავება. დაალაგეთ ტუმბები და კარადები. ვინ იცის, რამდენ დავიწყებულ, მაგრამ საჭირო ნივთს იპოვით... რასაც აღარ იყენებთ, გადაყარეთ.

ამის შემდეგ ჩამოწმინდეთ ჭერიდან და კედლებიდან ობობას ქსელები. დაასუფთავეთ სააბაზანო და საპირფარეშო, გაწმინდეთ კაფელი, აბაზანა, ნიჟარა, უნიტაზი და სანტექნიკა. აუცილებლად ჩაატარეთ თაროების რევიზია - იქ ხშირად გროვდება ქილები და ბოთლები კრემის, ლოსიონისა თუ შამპუნის ნარჩენებით, რომლებსაც, როგორც წესი, აღარავინ იყენებს.

ეცადეთ, შემოსასვლელში ზედმეტი არაფერი იდოს. ფეხსაცმელი და ზედა ტანსაცმელი კარადაში შეინახეთ. ქოლგებსა და ქუდებსაც მიუჩინეთ თავისი ადგილი. თუ კარადაში იპოვეთ ფეხსაცმელი, რომელიც დიდი ხანია აღარ ჩაგიცვამთ, დროა, თავიდან მოიცილოთ. იგივე შეიძლება ითქვას დახეულ ოთახის ჩუსტებზეც, რომლებიც საოცარი სისწრაფით მრავლდება.

მტვერსასრუტით დალაგება ყველას არ უყვარს, თუმცა იმასაც გააჩნია, როგორ აგრეგატს ხმარობთ. თუ მტვერსასრუტი ბინაში დაუბრკოლებლად გადაადგილდება და მტვერს თვალის დახამხამებაში ისრუტავს, პრობლემა თავისთავად გვარდება. ხალიჩების გარდა მტვერსასრუტით დაასუფთავეთ რბილი ავეჯიც. არ დაგავიწყდეთ იატაკის გამოწმენდა კედელსა და დივანს შორის. სულ ბოლოს იატაკი სველი ტილოთი მოწმინდეთ. მაქსიმალური ეფექტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ იატაკის საწმენდი სპეციალური საშუალებები.

მთავარი საახალწლო სასწაული სამზარეულოში ხდება, ამიტომ იქ იდეალური სისუფთავე და წესრიგი უნდა იყოს. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო საკვების ხარისხი, არამედ ადამიანების ჯანმრთელობაც.

მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულოს დალაგება არცთუ ისე მარტივი ამოცანაა, ეს უნდა გავაკეთოთ რეგულარულად და გულდასმით, ამოვიყვანოთ ძნელად მოსაშორებელი ლაქები, მოვაცილოთ ცხიმის გროვები. სამზარეულოში უამრავი კარადა დგას, სადაც აუცილებელ ჭურჭელს ვინახავთ. აუცილებელია მათი სისტემატური დალაგება სველი წესით შესაბამისი საწმენდი საშუალებების გამოყენებით. თავისი ადგილი მიუჩინეთ ქილებს, კოლოფებს, გაიტანეთ სამზარეულოდან ის, რაც ზედმეტად მიგაჩნიათ.

ხარისხიან სველ დალაგებას მოითხოვს ჩამაგრებული, შეკიდული თაროები, რომლებიც, გარდა იმისა, რომ მრავალი ღირსება აქვს, მტვრის ბუდეც არის. სამზარეულოს უმნიშვნელოვანესი ადგილია ქურა, რომელიც ასევე რეგულარულად უნდა გავასუფთაოთ. მასთან ერთად უნდა გავწმინდოთ მაცივარი, მიკროტალღოვანი ღუმელი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც დიასახლისს ცხოვრებას უადვილებს. სამზარეულოს დალაგება გულისხმობს აგრეთვე მაგიდის, სკამების და დანარჩენი ავეჯის გულდასმით გაწმენდასა და გასუფთავებას. გენერალური დალაგებისას არ უნდა დაგვავიწყდეს ელექტროქსელის როზეტები და პლინტუსები - მათ ფაქიზად უნდა მოვაცილოთ მტვერი და სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ჭუჭყი. კულინარიული სამზადისის დასრულების შემდეგ უნდა გავასუფთაოთ სამუშაო ზედაპირები და სველი ტილოთი მოვწმინდოთ იატაკი.