როგორ გავავარჯიშოთ ვესტიბულური აპარატი, თუ ტრანსპორტის აუტანლობა გვაწუხებს
მგზავრობამდე რამდენიმე დღით ადრე გაავარჯიშეთ ვესტიბულური აპარატი.
- შეასრულეთ გადახრები წინ და გვერდზე, თანაბრად და მსუბუქად ატრიალეთ თავი.
- დაწექით მუცელზე, თავი დივნიდან ჩამოკიდეთ, მერე სწრაფად ასწიეთ ისე, რომ დაჭიმოთ ნიკაპი.
- აუზში ცურვისას საკუთარ თავს შეუქმენით “ხელოვნური რწევის” პირობები: ხელის ყოველი მოსმისას სხეული მოაბრუნეთ ხან ერთ, ხან მეორე მხარეს.
- იცეკვეთ ვალსი.
- მგზავრობამდე ერთი-ორი კვირით ადრე დაიწყეთ ელეუტეროკოკის ექსტრაქტის მიღება: 30 წვეთი ორ-სამჯერ დღეში.
მგზავრობის წინ
- კარგად გამოიძინეთ.
- მგზავრობამდე 1,5-2 საათით მსუბუქად წაიხემსეთ.
- არ მოსწიოთ, არ მიღოთ ალკოჰოლური სასმელი - ისინი დაამძიმებენ რყევას
- .ნუ გამოიყენებთ მკვეთსუნიან პარფიუმერიას - სუნმა შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს გულისრევის, პირღებინებისა და თავის ტკივილის შეტევას.
მგზავრობისას
- ნუ იფიქრებთ უსიამოვნო შეგრძნებებზე.ერიდეთ დახუთულობას - ჩართეთ კონდიციონერი, გააღეთ ფანჯარა.
- ჩაიცვით ისეთი ტანსაცმელი, რომ მოძრაობაში ხელი არ შეგიშალოთ.სთხოვეთ თანამგზავრებს, გადადონ კვება შემდგომ გაჩერებამდე - საჭმლის სუნმა შესაძლოა გააძლიეროს კინეტოზი.
- თან წაიღეთ ლიმონის ნაჭრები. როგორც კი დისკომფორტს იგრძნობთ, მოწუწნეთ.
- ზოგიერთს შველის პიტნის კანფეტის წუწნა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, კოჭას ჩაი.
- ზოგჯერ ეფექტურია ცივი წყლის დალევა, პირში ყინულის ნატეხის ჩადება.
- თუ კინეტოზის სიმპტომები იგრძენით, თითით დააწექით კანის მგრძნობიარე წერტილებს: ყურის ბიბილოს ქვეშ, ასევე - წინამხრის შიგნითა მხარეს, ხელისგულიდან სამი თითის დაშორებით.