რა არის გენერიკი და როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ფასის მედიკამენტი?
რომელსაც იგივე შემადგენლობა და დანიშნულება აქვს, რაც მაღალფასიან ვერსიას.
ალბათ, ყველას გაინტერესებთ, რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ ღირს ერთი უფრო ძვირი და მეორე შედარებით იაფი, რატომ ახსენებენ ამ თემაზე საუბრისას სიტყვა „გენერიკს“ და რას ნიშნავს ის?
ნებისმიერ წამალს გააჩნია ორი დასახელება. პირველი - გენერიული დასახელება, ანუ აქტიური ნივთიერებს დასახელება და მეორე - სავაჭრო დასახელება. ორიგინალი, ანუ ბრენდული პრეპარატის მწარმოებელმა ქვეყნებმა და კომპანიებმა მასზე ცდების ჩასატარებლად, მის დასამტკიცებლად და წარმოებაში ჩასაშვებად დიდი დრო და თანხები დახარჯეს, ამიტომ შეიძლება, აღნიშნული მედიკამენტი გენერიკთან შედარებით უფრო ძვირი ღირდეს.
გენერიკები ბაზარზე მხოლოდ მას შემდეგ ჩნდება, რაც პირველად შექმნილი, ორიგინალი პრეპარატი ეშვება გაყიდვაში. ორივე მათგანი ერთნაირი შემადგენლობისაა, უბრალოდ, შეიძლება მწარმოებელი ქვეყანა ან დასახელება იყოს განსხვავებული.
ნებისმიერი წამლის მოქმედება განისაზღვრება მედიკამენტის აქტიური ნივთიერებით, ამ ნივთიერების დასახელებას კი წამლის გენერიული დასახელება ეწოდება. რომ შევაჯამოთ, ორი წამლის გენერიული დასახელება ანუ აქტიური ნივთიერება შეიძლება იყოს ერთი, თუმცა ისინი სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით იყიდებოდეს.
როდის და როგორ იქმნება გენერიკი? - წარმატებული და მაღალი გაყიდვების მქონე ორიგინალი პრეპარატის პატენტის ვადის ამოწურვის შემდეგ, დაახლოებით 15 წელიწადში, გენერიკების მწარმოებელი კომპანიები იწყებენ იმავე აქტიური ნივთიერებების გამოყენებით, იმავე მოქმედების მედიკამენტების შექმნას და აი ისიც, ბაზარზე შედარებით ხელმისაწვდომი და ისეთივე ეფექტურობის წამალი ჩნდება, როგორიც მისი წინამორბედი - ძვირადღირებული იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, „გენერიკულია მედიკამენტი, რომელიც განკუთვნილია
სტატიაზე მუშაობის პროცესში, მასალების მოძიებისას ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო პორტალი აღმოვაჩინეთ, რაც ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა წამლებისა და გენერიკული სპექტრის მედიკამენტების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად. ეს არის საიტი sando.com.ge.
- შეგყავთ მედიკამენტის დასახელება ან ექიმის დანიშნულება;
- სანდო გთავაზობთ ცხრილს, რომელშიც მოცემულია სხვადასხვა საფასო კატეგორიის, მწარმოებელი ქვეყნისა და სავაჭრო
- დასახელების მედიკამენტები.
- ირჩევ სასურველ ვარიანტს და სურვილისამებრ ბეჭდავ.
ვებგვერდი მომხმარებლებს სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება ყველა მისაღები ფასის მქონე გენერიკის შერჩევაში და მედიკამენტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე წარმოდგენილია მედიკამენტების ძირითადი ფასები და ქსელში არსებული ფასდაკლებები და სააქციო ფასები, რომელიც აფთიაქში მისვლისას დაგხვდებათ, გათვალისწინებული არ არის. თუ აქამდე ექიმის მიერ დანიშნული ძვირადღირებული მედიკამენტის გენერიკის მოძიება ნაცნობებში, აფთიაქის პროვიზორების დახმარებით გვიწევდა, ვებგვერდის მეშვეობით ჩვენს წინ ერთი და იმავე ფარმაკოლოგიური თვისებების მქონე სხვადასხვა მედიკამენტის ფართო არჩევანია და მათ შორის ყველაზე ხელსაყრელის არჩევა შეგვიძლია.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გენერიკის შერჩევისას ვართ დაზღვეულები, რომ ვიძენთ გადამოწმებულ, გამოცდილ მედიკამენტს, რომლის წინამორბედის შექმნაზეც დაპატენტებამდე ბევრი იმუშავეს და ბევრი ცდა ჩაატარეს, შესაბამისად, თამამად შეგვიძლია შევიძინოთ ჩვენთვის ყველაზე მისაღები ფასის მქონე პრეპარატი.