რომელი პროდუქტები უწყობს ხელს ჰემოგლობინის მატებას
ასეთი პროდუქტებია: წითელი მოცვი, მჟავე კომბოსტო, კივი, ბროკოლი. ეს პროდუქტები ხელს უწყობს რკინის ათვისებას.
დაბალმა ჰემოგლობინმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრ ჯირკვალთან, ქალის რეპროდუქციულ სისტემასთან, დეტოქსიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები, ღვიძლის მუშაობის დარღვევა. დაბალი ჰემოგლობინისას, აღინიშნება მოთენთილობა, თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევა. რკინის დეფიციტზე მეტყველებს ტუჩის კუთხეების ნახეთქები, დაბალი წნევა და გულისცემის გახშირება.