რატომ ახანგრძლივებს სიცოცხლეს ფიზიკური აქტივობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ახანგრძლივებს სიცოცხლეს ფიზიკური აქტივობა

რომ ჩვენი უახლოესი ნათესავები ადამიანის მსგავსი მაიმუნები ველურ ბუნებაში დაახლოებით 35-40 წელს ცოცხლობენ და, როგორც წესი, კვდებიან სიცოცხლის რეპროდუქციული პერიოდის დასრულებისთანავე. ისინი ადამიანთან შედარებით ნაკლებად მოძრაობენ. ცხოვრების აქტიური წესი არის ერთ-ერთი საკვანძო მიზეზი იმისა, რომ ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 70 წელს, მაშინ როდესაც რეპროდუქციული ასაკი დაახლოებით 50 წლისთვის სრულდება. ჩვენი წინაპრების ძვლოვანი ნაშთების შესწავლამ აჩვენა, რომ ასეთი სხვაობა ადამიანის და პრიმატების სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის არსებობდა 40 ათასი წლის წინ.

მეცნიერების მოსაზრებით, ხანგრძლივი ფიზიკური აქტივობა ჩადებულია ადამიანის ბიოლოგიაში ბუნებრივი გადარჩევის მიმდინარეობისას. ადამიანი, რომელიც მრავალი ათეული წელი ცოცხლობს რეპროდუქციული ფუნქციის შეწყვეტის შემდეგ, ევოლუციით ისეა დაპროგრამებული, რომ ეს წლები მან აქტიურად იცხოვროს.

მეცნიერების აზრით, ფიზიკური აქტივობის ძირითადი დანიშნულება მოზრდილ და ხანდაზმულ ასაკში არის ჯანსაღი სიბერე, ანუ ცხოვრების იმ პერიოდის გახანგრძლივება, რომლის გატარება უწევს ადამიანს შედარებით ჯანმრთელ მდგომარეობაში. ფიზიკური აქტივობა ხანდაზმულ ასაკში საშუალებას აძლევს ორგანიზმს სწორად გადაანაწილოს ენერგია ისე, რომ გადაიტანოს ის პოტენციურად მავნე ფიზიოლოგიური პროცესებიდან და მიმართოს იმ მექანიზმებისაკენ, რომელიც თანდათანობით დაბერებას ამუხრუჭებს. ამდენად ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკს.

ამას გარდა, ვარჯიში არა მარტო კალორიებს წვავს, არამედ აღადგენს ორგანიზმის ძალებს და აძლიერებს მას. ვარჯიშისას გამოიყოფა ნივთიერებები, რომლებიც ამცირებენ ანთების დონეს და ჟანგვით სტრესს. შესაბამისად, მცირდება დიაბეტის, სიმსუქნის, კიბოს, ოსტეოპოროზის, დეპრესიის და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი.