5 რჩევა დღეგრძელობისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 რჩევა დღეგრძელობისთვის

რჩევა პირველი - ერიდეთ გაძღომას

ჩვენი წინაპრები და მათთან ერთად - თანამედროვე დიეტოლოგებიც ამბობენ, რომ სუფრიდან ადგომისას ადამიანს სუსტი შიმშილის გრძნობა უნდა ჰქონდეს და გვირჩევენ, მივირთვათ ხშირ-ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით, უმთავრესად - ახალი ხილი და ბოსტნეული, თევზი და მჭლე ხორცი. ასეთი საკვები აწესრიგებს მადას და წონას.

რჩევა მეორე - ისწავლეთ ბედნიერება

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ენდორფინები - “ბედნიერების ჰორმონები” - მრავალი პრობლემის ყველაზე სასიამოვნო წამალია. სიყვარული და სინაზე დაბერების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებებია. როცა ადამიანი შეყვარებულია, მის ორგანიზმში გამოიყოფა სწორედ ის “ბედნიერების ჰორმონი”, რომელიც იმუნური სისტემის გაძლიერებას და ტვინის გააქტიურებას უწყობს ხელს.

რჩევა მესამე - გქონდეთ საკუთარი აზრი

ფსიქოლოგები გვირჩევენ, გვქონდეს და დავიცვათ საკუთარი აზრი. ცნობიერად მცხოვრები ადამიანი უფრო იშვიათად ეძლევა დეპრესიას და ნაკლებად დათრგუნულია, ვიდრე ის, ვინც პასიურად მიჰყვება დინებას.

რჩევა მეოთხე- გარეთ გამოუშვით ნეგატიური ენერგია

ფსიქოლოგები გვირჩევენ, ვისწავლოთ “ორთქლის გამოშვება”. ყოველთვის ნუ ჩაიხშობთ მრისხანებას. მას, ვინც გამუდმებით იდანაშაულებს თავს, ნაცვლად იმისა, რომ თქვას, რა აბრაზებს, ვინც გამუდმებით კამათობს, უფრო მეტი მიდრეკილება აქვს დაავადებებისადმი. ამ დროს კარგია ორთაბრძოლა, ჩოგბურთი, საზოგადოდ, ნებისმიერი აქტიური სპორტი. ასეთი მიდგომა ნეგატიური ემოციების ამოფრქვევასა და პოზიტიური ენერგიის გამოთავისუფლებაში დაგეხმარებათ.

რჩევა მეხუთე - ასტიმულირეთ ტვინისმიერი აქტიურობა

დამტკიცებულია, რომ ასაკთან ერთად ტვინის აქტიურობა მცირდება, თუმცა ისიც მეცნიერულად არის დადასტურებული, რომ ტვინს თვითგაახალგაზრდავება შეუძლია! ამისთვის კი მისი ვარჯიშია საჭირო, რაც დისტროფიის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. როგორ გავაკეთოთ ეს? შეასრულეთ უჩვეულო მოქმედებები - წერეთ მარცხენა ხელით, სიტყვები უკუღმა წაიკითხეთ, შეავსეთ კროსვორდები და ამოხსენით ინტელექტუალური ამოცანები. ტვინის რეაქციის სისწრაფეზე არა მარტო მისი აქტიურობა, არამედ მთელი ორგანიზმის ახალგაზრდობაა დამოკიდებული.