კალიუმსა და მაგნიუმთან ერთად კალციუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს წნევის რეგულირებაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კალიუმსა და მაგნიუმთან ერთად კალციუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს წნევის რეგულირებაში

კალციუმი გვეხმარება წონის რეგულირებაში, რითაც არაპირდაპირი გზით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს - ჭარბი წონა და სიმსუქნე ხომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკფაქტორია.

კალიუმსა და მაგნიუმთან ერთად კალციუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს წნევის რეგულირებაში.

ყოველივე ამის გათვალისწინებით სპეცილიასტები გვირჩევენ, დღეში 2-3 ულუფა კალციუმით მდიდარი საკვები მივიღოთ. შეგახსენებთ, რომ კალციუმით განსაკუთრებით მდიდარია რძე და რძის ნაწარმი.

კალციუმი - გულის შეტევის მიზეზი?

ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, კალციუმის დანამატების მიღებისას სიფრთხილე გვმართებს, რადგან არ არის გამორიცხული, გულის შეტევას გაუწიონ პროვოცირება. ამერიკელი მეცნიერები 11 წლის განმავლობაში იკვლევდნენ 24 000 პაციენტს. მათ, ვინც კალციუმის დანამატებს იღებდა, 86%-ით ჰქონდათ მომატებული გულის შეტევის რისკი, თუმცა თავად შეტევათა რიცხვი დაკვირვების პერიოდში მხოლოდ 354-ს აღწევდა.

გულზე კალციუმის გავლენის კვლევა წლების განმავლობაში განსხვავებულ შედეგებს იძლეოდა - ზოგი გამოკვლევა მიუთითებდა, რომ კალციუმით მდიდარი დიეტა ამცირებდა არტერიული ჰიპერტენზიის, სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულტისა და გულის დაავადებათა რისკს, თუმცა ყველა გამოკვლევის შედეგი ასეთივე როდი იყო. დღეს ცნობილია, რომ მკვლევრებმა ვერ აღმოაჩინეს კავშირი საკვებში კალციუმის შემცველობასა და ინსულტს შორის. ასევე არ დადასტურდა კავშირი საკვებში კალციუმის შემცველობასა და გულის დაავადებებს შორის.

პირიქით, გაირკვა, რომ საკვების მეშვეობით დიდი რაოდენობით კალციუმის მიღებისას გულის შეტევათა რისკი მცირდება. საპირისპირო მონაცემებს გვაწვდის კალციუმის მედიკამენტური დანამატების მიღების კვლევა. ამ შემთხვევაში გულის შეტევათა რისკი 86%-ით მაღალია. ამ მონაცემების გათვალისწინებით სპეციალისტები გვირჩევენ, მედიკამენტურ დანამატებს კალციუმით მდიდარი საკვები ვამჯობინოთ. მათ მიაჩნიათ, რომ კალციუმის შემცველი მედიკამენტური დანამატები ვერ გვაძლევს ისეთსავე მეტაბოლურ ეფექტს, როგორსაც ამ ელემენტით მდიდარი საკვები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილია ქალებისთვის.

მათ კარგად იციან, რომ კალციუმის მიღება აუცილებელია და ხშირად ჰგონიათ, რომ მედიკამენტური კალციუმი სრულფასოვნად შეცვლის რძის ნაწარმს და კალციუმით მდიდარ სხვა საკვებს. სინამდვილეში კი კალციუმით მდიდარი სურსათი გაცილებით სასარგებლო და ნაკლები საფრთხის შემცველია.