თვალების ირგვლივ კანი 20 წლის ასაკიდან მოითხოვს მოვლას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალების ირგვლივ კანი 20 წლის ასაკიდან მოითხოვს მოვლას

თუ შეშუპებისკენ ხართ მიდრეკილი, გამოიყენეთ კოფეინის შემცველი კრემი. ეს ერთდროულად ორ პრობლემას მოხსნის - შეამცირებს შეშუპებას და შავ რგოლებს.

თუ თვალების ირგვლივ კანი ძალიან მშრალია, იქერცლება, წითლდება, აირჩიეთ დამატენიანებელი კომპონენტებიანი კრემი. გლიცერინისა და ჰიალურონის მჟავას შემცველობა ამ პრობლემებს გაუმკლავდება.

წვრილი ნაოჭების ბადის არსებობისას გამოიყენეთ კრემი პეპტიდებითა და თუთიით. პეპტიდები კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების სტიმულაციას უწყობს ხელს, თუთია ეხმარება კანს უჯრედების განახლებაში და ელასტინის გამომუშავების სტიმულატორებს მიეკუთვნება.

დღის კრემად გამოიყენეთ მსუბუქი საშუალებები, რომლებიც სწრაფად შეიწოვება, საღამოს კი უფრო ნაჯერი მკვებავი კრემები. კრემის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ვარგისიანობის ვადას.

  • კარტოფილის ნიღაბი - უმი გახეხილი კარტოფილის ფაფა დაიდეთ თვალებთან 20 წუთით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ. ნიღაბი ამშვიდებს, ამცირებს შეშუპებას და ხსნის კანის სიწითლეს.
  • ზეთოვანი ნიღაბი - ძილის წინ კრემის ნაცვლად ნებისმიერი ზეთი წაისვით. ზეთი ასწორებს და კვებავს კანს, ამცირებს ნაოჭებს.
  • 1 ჩ/კ ბანანის რბილობი შეურიეთ ამდენივე ნაღების კარაქს. ეს იმპროვიზებული კრემი წაისვით თვალების ირგვლივ და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  • მუქი ჩაის ან გვირილის ნაყენის კომპრესები კანის მატონიზებელი შესანიშნავი საშუალებაა. იგი ამცირებს შეშუპებას და დაღლილობის კვალს. ბამბის ტამპონი დაასველეთ ნაყენში, გაწურეთ და დაიდეთ თვალებზე 10 წუთით.