რკინა ადრეული ასაკის ბავშვების თითქმის 30%-ს აკლია

რკინა ადრეული ასაკის ბავშვების თითქმის 30%-ს აკლია. ამას უმთავრესად ორი მიზეზი აქვს: დაბადებისას ორგანიზმში რკინის უკმარისობა და არარაციონალური კვება. შედარებით მოზრდილ ბავშვებში რკინის ნაკლებობას სისხლდენები და ორგანიზმის სწრაფი ზრდა განაპირობებს. თავად რკინის ნაკლებობა კი ორგანიზმში რკინადეფიციტურ ანემიას იწვევს.
ადრეული ასაკის ბავშვებში ის აღგზნებით, კანისა და ლორწოვანი გარსების გაფერმკრთალებით, ძილის დარღვევით, უმადობით ვლინდება. შედარებით მოზრდილები ამ სიმპტომებთან ერთად უჩივიან თავბრუხვევასა და ადვილად დაღლას, თავის ტკივილს, ყურების შუილს, ხშირ გულის წასვლას, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას, სწავლასა და ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენას.
რკინის ნაკლებობის შესავსებად საჭიროა რკინის შემცველი პრეპარატებით მკურნალობა დიეტათერაპიასთან ერთად. რაციონი მდიდარი უნდა იყოს ისეთი პროდუქტებით, როგორიც არის ძროხისა და ხბოს ხორცი, ძროხის ენა და ღვიძლი, კურდღლის ხორცი.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი რკინით მდიდარია, მაგრამ ამ ელემენტზე მზარდი ორგანიზმის მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს, ვინაიდან მცენარეული რკინა ძნელი ასათვისებელია.
ასე რომ, ვაშლის, ჭარხლის, ბროწეულის წვენის, წიწიბურას დიდი ოდენობით მიღება რკინის დეფიციტს ვერ შეავსებს.
რკინის პრეპარატებით მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. მისი შეწყვეტა მხოლოდ ექიმის ნებართვით, კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე შეიძლება. თუმცა თუ რკინის დეფიციტის მიზეზი არ დავადგინეთ და აღმოვფხვერით, რამდენიმე ხნის შემდეგ პრობლემა ხელახლა იჩენს თავს.