6 დაავადება, რომელთა ამოცნობაც ექიმებს უჭირთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

6 დაავადება, რომელთა ამოცნობაც ექიმებს უჭირთ

მრავალი დაავადება ადვილად იკურნება - რეცეპტის გამომწერი ექიმის ერთი ხელის მოსმით, მრავალი მათგანი კი, მიუხედავად ჩვენი სამედიცინო ცოდნისა, დღემდე ამოუცნობი რჩება და თავგზას ურევს ექიმებს.

მათ რიცხვს მიეკუთვნება მორგელონის დაავადება. წინათ მას მხოლოდ სამეცნიერო-ფანტასტიკურ ლიტერატურაში თუ წააწყდებოდით, ბოლო ხანს კი მის შესახებ ისევ ალაპარაკდნენ.

დაავადებულები ჩივიან, რომ აწუხებთ კანქვეშ უხილავ არსებათა მოძრაობის შეგრძნება და ღია ჭრილობებიდან ფერადი მიკროსკოპული ბოჭკოების გამოყოფა.

ზოგიერთი მეცნიერი ამ დაავადებას ფსიქოპათიურ ჰალუცინაციად მიიჩნევს, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ზემოხსენებული სიმპტომები დაავადების სომატურ მიზეზებზე მიუთითებს.

2. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

ქრონიკული დაღლილობა, სამედიცინო თვალთახედვით, კლასიკური აუხსნელი ფიზიკური დაავადებაა, რომლის დიაგნოზიც სხვა დაავადებათა გამორიცხვის საფუძველზე დაისმის. ზოგი ამ დროს მხოლოდ მსუბუქ დაღლილობას უჩივის, ზოგს კი გარკვეული ხნის განმავლობაში საწოლიდან წამოდგომაც უჭირს.

3. კრეიტცფელდ-იაკობის დაავადება

კრეიტცფელდ-იაკობის დაავადება (სპასტიკური ფსევდოსკლეროზი) თავის ტვინის იშვიათი დაავადებაა. ის ძროხის ცოფის სახელწოდებითაც არის ცნობილი.

ადამიანი დაავადებული საქონლის ხორცის შეჭმისას ინფიცირდება. დაავადება, ჩვეულებრივ, სწრაფად პროგრესირებს და ლეტალური შედეგით მთავრდება, თანაც ზოგიერთ შემთხვევაში მიზეზის დადგენა და, შესაბამისად, პროფილაქტიკური ზომების მიღება შეუძლებელია.

4. შიზოფრენია

შიზოფრენიის წარმოშობა ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. ამ დაავადების დროს ადამიანი სრულიად კარგავს რეალური და გამოგონილი სამყაროების ერთმანეთისგან გამიჯვნის უნარს. დაავადება სხვადასხვა შემთხვევაში - სხვადასხვანაირად, საზოგადოდ კი ილუზიებით, ჰალუცინაციებით, აბდაუბდა ლაპარაკით და მოტივაციის ან ემოციის უქონლობით ვლინდება. დიაგნოსტიკური ტესტებით მისი დადგენა შეუძლებელია.

5. ორგანიზმის აუტოიმუნური დარღვევები

ამ ტერმინს იყენებენ სხვადასხვა დაავადების მიმართ, კანის ტუბერკულოზისა და გაფანტული სკლეროზის ჩათვლით. აუტოიმუნური დარღვევების დროს იმუნური სისტემის თავდაცვითი ფაქტორები საკუთარი ქსოვილებისადმი აგრესიას იწყებს. დაავადებას ქრონიკული ხასიათი აქვს. ასეთი შემთხვევების მკურნალობა მხოლოდ სიმპტომების შესუსტებისკენ არის მიმართული.

6. პიკის დაავადება

ამ დიაგნოზის მქონე პირებს არასაკვები ნივთიერებების, მაგალითად, მიწის, ქაღალდის, წებოსა და თიხის ჭამის დაუოკებელი სურვილი აქვთ. მიიჩნევა, რომ ეს დაავადება ორგანიზმში მინერალური ნივთიერებების უკმარისობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მეცნიერებს ამ განსაკუთრებული დარღვევის მიზეზებისა და მკურნალობის მეთოდებისთვის ჯერაც ვერ მიუგნიათ.

წაიკითხეთ სრულად