ტემპერატურის კრიტიკული დაცემისას სიცოცხლისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას ძლიერი ჰიპოტონია წარმოადგენს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტემპერატურის კრიტიკული დაცემისას სიცოცხლისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას ძლიერი ჰიპოტონია წარმოადგენს

ის უმთავრესად ახასიათებს ინფექციურ დაავადებებს, რომელთა გამომწვევებსაც ორგანიზმში ენდოტოქსინების გამოყოფა შეუძლიათ. ბაქტერიული უჯრედების კვდომისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ენდოტოქსინებს ათავისუფლებენ კრუპოზული პნევმონიის გამომწვევი პნევმოკოკი, კვებით-ტოქსიკური ინფექციების გამომწვევი სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები.

ამ მიკრობთა ენდოტოქსინები ნეგატიურად მოქმედებენ სისხლძარღვთა კუნთოვან აპარატზე და მის პარალიზებას იწვევენ. ცხელებისას მიღებული ანტიბიოტიკების გავლენით იწყება მიკრობთა მასობრივი კვდომა, რაც ერთი მხრივ აუცილებელი პირობაა გამოჯანმრთელებისთვის, მეორე მხრივ კი სწორედ ამ დროს თავისუფლდება ენდოტოქსინების რეკორდული რაოდენობა და ხდება სისხლძარღვთა კედლის პარალიზება, რის შედეგადაც ისინი კარგავენ საჭიროებისამებრ სანათურის რეგულაციის უნარს და გაცილებით მეტად ფართოვდებიან. სწორედ სისხლძარღვთა მკვეთრი გაფართოება განაპირობებს ტემპერატურის კრიტიკულ დაცემას და გაძლიერებულ ოფლდენას, რაც ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაციის პირობებში პაციენტისთვის მეტად საშიშია.

სისხლძარღვთა ძლიერი გაფართოება მკვეთრად აქვეითებს არტერიულ წნევას, უეცრად ასუსტებს გულის მუშაობას, ამცირებს სისხლძარღვების ტონუსს და არღვევს სისხლძარღვთა ტონუსის ცენტრალურ რეგულაციას, რის გამოც მოცირკულირე სისხლი გადადის დეპო ორგანოებში და არტერიული წნევა კიდევ უფრო მკვეთრად ეცემა.

ტემპერატურის კრიტიკული დაცემისას სიცოცხლისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას ძლიერი ჰიპოტონია წარმოადგენს. კრიტიკული დაცემის წინ ტემპერატურა, ჩვეულებრივ, მოკლე ხნით კიდევ უფრო იწევს. იგი დღის განმავლობაში 1-2 გრადუსით რამდენჯერმე იცვლება.

წაიკითხეთ სრულად