მეტალის გემო პირის ღრუში - გამომწვევი მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეტალის გემო პირის ღრუში - გამომწვევი მიზეზები

dentist-1637565212.jpg

პირის ღრუში უასიამოვნო სუნის უმთავრესი მიზეზი ბაქტერიებია. თუ სტომატოლოგიურ პრობლემებს დროულად არ მიხედავთ, სათანადოდ არ გაისუფთავებთ პირის ღრუს, შესაძლოა, ღრძილების ინფექცია განგივითარდეთ. მაგალითად, გინგივიტი, ან პერიოდონტიტი.

მრავალ უსიამოვნო პრობლემასთან ერთად, ღრძილების ანთება პირის ღრუში მეტალის გემოს მიზეზიცაა.

sinus-infection-vs-cold-1637565337.jpg

სინუსური ინფექცია

ნებისმიერმა სინუსურმა პრობლემამ შესაძლოა, გემოვნებაზე მოახდინოს ზეგავლენა.

მას შემდეგ, რაც სინუსურ ინფქციას უმკურნალებთ, პირის ღრუში მეტალის გემოც გაქრება.

wamali-1637565422.jpg

მედიკამენტები

გემოს ცვლილება, პირის სიმშრალე და მათ შორის მეტალის გემოს შეგრძნება შეიძლება ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი იყოს.

მსგავსი ჩივილები ყველაზე ხშირად ანტიბიოტიკებს ახასიათებთ. მაგალითად, ტეტრაციკლინს. ასევე, პოდაგრას სამკურნალო პრეპარატ- ალოპურინოლს. ლითიუმი და ზოგიერთი გულის წამალი პირის ღრუში გემოს ცვლილებას, ან მის სიმშრალეს იწვევს.

vitamin-1637565548.jpg

ვიტამინები

ყოველდღიურად მულტივიტამინების მიღება, რომლებიც მძიმე ლითონების დეფიციტის შევსებაში გვეხმარება, გემოვნების ცვლილებასაც იწვევს.

თუთიას, რკინას, ან სპილენძს, რომლებსაც ვიტამინების სახით ვღებულობთ, შეუძლიათ პირში მეტალის გემო დაგვიტოვონ.

არ გაგიკვირდეთ, პირის ღრუში უსიამოვნო გემოს თუ გრძნობთ და თუ ღებულობთ პრენატალურ ვიტამინებს, რკინისა და კალციუმის დანამატებს,ან გაციების სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც თუთიას შეიცავენ.

პრობლემა მედიკამენტების მიღების შეწყვეტის შემდეგ გაქრება.

image-1637565645.jpg

საჭმლის მონელების დარღვევა

გულძმარვა, შებერილობა, აირების ჭარბი დაგროვება, რეფლუქსი - საჭმლის მომნელებელი სისტემის აღნიშნულმა სიმპტომებმა შესაძლებელია, პირში მეტალის არომატი გამოიწვიოს, რაც მონელებასთან დაკავშირებული დარღვევის მკურნალობის შემდეგ გაქრება.

296999-2200-732x549-1637565737.jpg

ორსულობა

ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებები ხშირად პირის ღრუში გემოვნების ცვლილებასაც იწვევს. ორსულობისას საყვარელი საკვების მიმართ სიმპათიაც კი შეიძლება გაგიქრეთ.

dementia-1637565850.jpg

დემეცნია

მართალია კონკრეტული პროდუქტის გემოს ენით ვგრძნობთ, თუმცა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი თავის ტვინია. დემენციამ შესაძლებელია ზეგავლენა იქონიოს თავის ტვინის იმ უბანზე, რომელიც გემოვნებაზე არის პასუხისმგებელი.

როდესაც, თავის ტვინის ფუნქციონირება ირღვევა, პირის ღრუში მეტალის სუნის გაჩენის შანსებიც მატულობს.

qimio-1637565963.jpg

კიბოს მკურნალობა

რადიაციამ და ქიმიოთერაპიამ შესაძლებელია პირის ღრუში მეტალის გემო გამოიწვიოს. უსიამოვნო სიმპტომის შემსუბუქებაში პირის ღრუს რეგულარული მოვლა და კბილების გულდასმით გახეხვა დაგეხმარებათ. გვერდითი ეფექტი მკურნალობის დასრულებისთანავე ქრება.

tikrmelebi-1637566049.jpg

თირკმლის პრობლემები

თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, რომელიც ნერვის დაზიანებით, დიაბეტით, მაღალი არტერიული წნევის, წითელი მგლურას, ქრონიკული ინფექციებით, ან თირკმლის დაავადებებით არის გამოწვეული, მრავალ პრობლემასთან ერთად შეიძლება პირის ღრუში მეტალის გემოს გამომწვევი მიზეზიც იყოს.