რითია სასარგებლო ყავა და ჩაი
სპეციალისტები აკვირდებოდნენ 50-74 წლის ასაკის 365 ათასზე მეტ UK Biobank კვლევის მონაწილეს. მეცნიერები აანალიზებდნენ მათი ჯანმრთელობის მონაცემებს 2006 წლიდან 2020 წლამდე. ყავისა და ჩაის მოხმარების შესახებ ინფორმაციას კვლევის მონაწილეები თავად იტყობინებოდნენ. დაკვირვების განმავლობაში ხუთი ათასზე მეტ ადამიანს განუვითარდა დემენცია 10 ათასზე მეტმა ერთხელ მაინც გადაიტანა ინსულტი.
გამოირკვა, რომ ინსულტისა და დემენციის რისკი დაბალი იყო იმ ადამიანებში, რომლებიც მიირთმევდნენ 2-3 ფინჯან ყავას ან 3-5 ფინჯან ჩაის დღეში. ყავისა და ჩაის მოხმარება ასევე უკავშირდებოდა ინსულტის შემდეგ ჭკუასუსტობის განვითარების დაბალ რისკს.
როგორც ჩანს, ჩაის და ყავას მოხმარება ახდენს დამცავ ეფექტს.