იმუნიტეტის 70% ნაწლავებში წარმოიქმნება - როგორ შევუწყოთ ხელი ამ პროცესს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იმუნიტეტის 70% ნაწლავებში წარმოიქმნება - როგორ შევუწყოთ ხელი ამ პროცესს?

ამ დროს შეძენილი იმუნიტეტის კომპონენტები შეტევისთვის საუკეთესო გზას ირჩევენ და აღნიშნული უცხო სხეულის მიმართ მეხსიერებას აყალიბებენ.

სწორედ ასე გვიცავს იმუნიტეტი უკვე ნაცნობი ვირუსების, ბაქტერიების, ინფექციის, უჯრედის გადაგვარებისგან და უმნიშვნელოვანესია ეს პროცესი არ დაირღვეს. იმუნიტეტის აღნიშნული გზით გამომუშავებას შეძენილი ეწოდება, თუმცა არსებობს თანდაყოლილიც, რომელიც ადამიანს დაბადებისთანავე აქვს.თანდაყოლილი იმუნიტეტი უცხო უჯრედებზე დაუყოვნებლივ მოქმედებს. უნდა აღინიშნოს, რომ ის ვერ იმახსოვრებს დამაზიანებელ აგენტს და შემდგომი ინფიცირებისგან ხანგრძლივად ვერ გვიცავს.

იმუნური სისტემა უჯრედების, ცილების, ქსოვილებისა და ორგანოების ერთობლიობაა, რომელთა შეთანხმებულად და გამართულად მუშაობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დაცული იქნება ჩვენი ორგანიზმი.

აღსანიშნავია, რომ ასაკთან ერთად იმუნიტეტი უფრო და უფრო ძლიერდება, რადგან ის უფრო მეტ უცხო სხეულს ეცნობა და მათ მიმართ სწრაფ რეაგირებას სწავლობს.

როდის აქვს ადამიანს იმუნოდეფიციტი? - იმუნური სისტემის უჯრედები ძვლის წითელ ტვინში წარმოიქმნება, უმეტესი ნაწილი აქ მწიფდება და შემდეგ პერიფერიულ ქსოვილებში გადადის, სადაც წარმოქმნის სპეციფიკურ ცილებს, რომლებიც ინფექციურ აგენტებს ანადგურებენ. იმუნოდეფიციტის დროს სუსტდება უცხო სხეულების მიმართ საპასუხო რეაქციის გამოწვევის უნარი, რაც მთელი სისტემის ფუნქციის დაქვეითებით გამოიხატება.

258555491-872857603386772-4545479194157110406-n-1637310334.jpg

იმუნოდეფიციტის მნიშვნელოვანი გამომწვევი ფაქტორებია კვებითი მძიმე დარღვევა და ქრონიკულად მიმდინარე დაავადებებიც. ჩვენს სტატიაში გვსურს, ხაზი გავუსვათ კვების სიჯანსაღისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულობის მნიშვნელობას, რაც იმუნიტეტის შენარჩუნების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ბიოლოგიურად მრავალფეროვანი და რთული სისტემაა, რომელიც აუცილებელი ფიზიოლოგიური ფუნქციების განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. აღნიშნული სისტემის გამართულად მუშაობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ინფექციებისა და სისტემური დაავადებების თავიდან აცილებაშიის დიდ როლს თამაშობს. ორგანიზმის თავდაცვისთვის ნაწლავების ჯანმრთელობა ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია. სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, ნაწლავებში ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად მასპინძელ და ბინადარ მიკრობულ თემებს შორის უნდა იყოს კომუნიკაცია, რათა მოხდეს პოტენციური პათოგენების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა. ნაწლავებში ინფექციებისა და ბაქტერიებისგან თავდასაცავად ჩვენი იმუნური სისტემა ყოველ წამს დიდ ბრძოლას გადის და სამედიცინო ტერმინოლოგიით რომ აღარ გადაგღალოთ, გეტყვით, რომ ყაბზობამ და საჭმლის მომნელებელი სისტემის მსგავსმა პრობლემებმა შეიძლება, აღნიშნულ პროცესზე მძიმე ზეგავლენა მოახდინოს. ხანდახან ხშირი ყაბზობა არის მიზეზი იმისა, რომ ნაწლავები რაიმე მიზეზით „გაზარმაცდა“ და აღნიშნული უმოქმედობა შეიძლება მთელ იმუნურ სისტემაზეც ვრცელდებოდეს (რა თქმა უნდა, პროცესს თან უნდა ახლდეს სხვა ფაქტორებიც).

ხანგრძლივი ყაბზობის დროს, დისკომფორტსა და სიმძიმის შეგრძნებას რომ თავი დავანებოთ, შეიძლება, სერიოზული დაავადების წინაშე აღმოვჩნდეთ, რომლის უყურადღებოდ დატოვებაც არ შეიძლება, ამიტომ მნიშვნელოვანია, მოვაწესრიგოთ კვება, შევამციროთ მარტივი ნახშირწყლებით გაჯერებული პროდუქტების მიღება და აქცენტი უფრო ბოსტნეულსა და ხილზე, ბოჭკოვან საკვებზე გავაკეთოთ.

258850208-245078690879372-3557881578582732587-n-1637310443.jpg

როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულად ფუნქციონირებას, იმუნიტეტის ამაღლებას ხელს შევუწყობთ ისეთი პროდუქტებით, როგორიც არის:

  • ხორცი - ცილოვანი საკვები იმუნიტეტის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია. იმუნოგლობულინები, რომლებიც ორგანიზმის დაცვას უზრუნველყოფს, სწორედ ცილოვანი ნივთიერებები გახლავთ (მათი სინთეზირება ცილოვანი საკვებით ხდება, მაგალითად, ხორცით, რომელიც სასურველია, უცხიმო იყოს). უცხიმო ხორცი ასევე შეიცავს თუთიას, რომელიც სისხლის თეთრი უჯრედების გამომუშავებას უწყობს ხელს, ისინი კი ჯანმრთელ უჯრედებს ვირუსებისა და მიკრობებისგან იცავენ.· ხორცი - ცილოვანი საკვები იმუნიტეტის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია. იმუნოგლობულინები, რომლებიც ორგანიზმის დაცვას უზრუნველყოფს, სწორედ ცილოვანი ნივთიერებები გახლავთ (მათი სინთეზირება ცილოვანი საკვებით ხდება, მაგალითად, ხორცით, რომელიც სასურველია, უცხიმო იყოს). უცხიმო ხორცი ასევე შეიცავს თუთიას, რომელიც სისხლის თეთრი უჯრედების გამომუშავებას უწყობს ხელს, ისინი კი ჯანმრთელ უჯრედებს ვირუსებისა და მიკრობებისგან იცავენ.
  • რძემჟავა პროდუქტები - მათში შემავალი ცოცხალი ბაქტერიები აფერხებენ მავნე ბაქტერიების ზრდა-გამრავლებას. კეფირი და იოგურტი ამ მხრივ დიდი სარგებლის მომტანია. უკვე წლებია, კუჭ-ნაწლავის გამართულად ფუნქციონირებასა და იმუნური სისტემის ხელშეწყობისთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს„აქტივიას“იოგურტი, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც საჭმელ, ისე დასალევ ფორმატში. იოგურტი შეიცავს უნიკალურ პრობიოტიკებს - BifidusActiregularis-ს შეიცავს. მისი უწყვეტი მოხმარება 14 დღის განმავლობაში უკვე თვალსაჩინოს ხდის შედეგს. უკვე იძლევა შედეგს. პროდუქტს აქვს შესაძლებლობა გაზარდოს ორგანიზმში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა რომლებიც, თავის მხრივ, იწყებენ მქროლავი ცხიმიანი მჟავების გამომუშავებას და ტრანზიტის დროის ნორმალიზებას. მნიშვნელოვანია, იოგურტი, რომელსაც ვიღებთ, შეიცავდეს სასარგებლო ნივთიერებებს და არ იყოს მხოლოდ ნახშირწყლების წყარო. ამ მხრივ „აქტივია“ ყველა აუცილებელ კომპონენტს აკმაყოფილებს.
  • ყვითელი ხილი და ბოსტნეული - ციტრუსები, გარგარი, სტაფილო - ისინი ბეტა-კაროტინის ანუ ანტიოქსიდანტის ნამდვილი საბადოებია და იმუნიტეტის გაუმჯობესებაზე დადებით ზეგავლენას ახდენენ.

258485899-4955085361177251-2724705167152087106-n-1637310595.png

  • მწვანე ჩაი - ეს სასარგებლო პროდუქტი, რომელიც არც თუ ისე ბევრ ადამიანს უყვარს, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც ორგანიზმს ინფექციებისგან დაცვაში ეხმარება.
  • მწვანე ხახვი, ვაშლი, კაკალი და ფლავანოიდებით მდიდარი სხვა პროდუქტები - ფლავანოიდები არის ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმის დამცავ ძალებს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ. სასურველია, აღნიშნული პროდუქტები ხშირად მივიღოთ და ორგანიზმის დამცავ ძალებს „გარედანაც დავეხმაროთ“.ადამიანის იმუნიტეტისთვის კუჭ-ნაწლავის სისტემის ჯანმრთელობასთან ერთად, რა თქმა უნდა, სხვა ორგანოების გამართულად ფუნქციონირებაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ვეცადეთ, კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, რა მნიშვნელობა აქვს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიჯანსაღეს და რა პროდუქტებით შევინარჩუნოთ მისი ჯანმრთელობა, რათა იმუნიტეტს მოდუნებისა და შეცდომების დაშვების საშუალება არ მივცეთ.