გულძმარვის სამკურნალო მედიკამენტები შესაძლოა, ღრძილების ანთებითი დაავადების სამკურნალოდაც იყოს ეფექტური - კვლევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულძმარვის სამკურნალო მედიკამენტები შესაძლოა, ღრძილების ანთებითი დაავადების სამკურნალოდაც იყოს ეფექტური - კვლევა

დაავადება ეტაპობრივად ვითარდება. თავდაპირველად, ღრძილები შეშუპებული და გაწითლებულია, შესაძლოა სისხლდენაც აღინიშნებოდეს, რაც გინგივიტზე მიუთითებს.

გინგივიტის გვიან სტადიაზე ღრძილების უფრო სერიოზული ანთება და დაზიანება იჩენს თავს, ვითარდება პერიოდონტიტი.

პერიოდონტიტი კარიესული პროცესის ყველაზე საშიში გართულებაა.

პერიოდონტიტს ახასიათებს ანთებითი პროცესის გავრცელება არა მარტო კბილის ქსოვილზე, არამედ ფესვების ირგვლივ არსებულ ძვლოვან ქსოვილზეც. ამ დროს იშლება ნერვი და ზიანდება იოგი, რომელიც კბილს კბილბუდეში ამაგრებს.

პერიოდონტიტი შეიძლება იყოს როგორც ინფექციური, ასევე არაინფექციური წარმოშობისა. მის აღმოცენებაში მთავარ როლს მიკროორგანიზმები და მათი ტოქსინები ასრულებენ.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიხედვით, პაროდონტიტით დაავადებულ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავდება.

30 წელს ზემოთ მოზრდილების 47,2%-ს ღრძილების ანთებითი დაავადების რომელიმე ფორმა მაინც აღენიშნებათ.

პროცენტული მაჩვენებელი ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება, 65 წელზე ზემოთ ასაკის მქონე პირთა 70.1% -ს პაროდონტალური დაავადებები აღენიშნებათ.

ცოტა ხნის წინ, ბუფალოს ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგებიც ჟურნალში "Clinical and Experimental Dental Research" გამოქვეყნდა.

კვლევის ანალიზის მიხედვით, შესაძლოა სტომატოლოგიაში მალე პაროდონტიტის მკურნალობის ახალი მეთოდი გაჩნდეს.

მეცნიერებმა 1093 პაციენტის მონაცემები შეისწავლეს, რომლებიც ღრძილების ანთებას მკურნალობდნენ.

როგორც აღმოჩნდა, პაციენტებს, რომლებიც კუჭის მჟავიანობის შემამცირებელ პრეპარატებს - პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს (PPI) ღებულობდნენ, ღრძილების ნაკლები დაზიანება ჰქონდათ (ნაკლებად ჰქონდათ ცარიელი, პათოლოგიური სივრცეები, ანუ ღრმა პაროდონტალური ჯიბეები), ვიდრე მათ, ვინც მედიკამენტებს არ ღებულობდნენ.

კვლევამ აჩვენა, რომ PPI პრეპარატები შესაძლებელია კბილის დაკარგვის და ღრძილების ანთებითი დაავადების სიმძიმის თავიდან აცილებაში დაგვეხმაროს.

კვლევის ავტორების თქმით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს PPI პრეპარატების გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომპლექსურად შეუძლიათ. მსგავსი მიდგომა მკურნალობის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.

აღნიშნული კვლევის შედეგები დამაიმედებელია და რაც მთავარია, კუჭის მჟავიანობის შესამცირებელი მედიკამენტების გამოყენება ღრძილების სამკურნალოდ, ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

ახლა საჭიროა იდენტური პლაცებო -კონტროლირებადი რანდომიზებული კვლევის ჩატარება.