მეცნიერებმა გამოავლინეს პალმის ზეთის მავნე ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა გამოავლინეს პალმის ზეთის მავნე ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე

- ხელს უწყობს პირისა და კანის სიმსივნის მეტასტაზების განვითარებას.

კიბოს მეტასტაზები წარმოადგენს ონკოლოგიური დაავადებებისას სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს. მათ წარმოქმნას ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავები, თუმცა ჯერჯერობით არ გამოვლენილა კონკრეტულად რომელი მათგანი მონაწილეობს ამ პროცესში.

ბარსელონას ბიომედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარები ამერიკელ კოლეგებთან ერთად, კვლევის ფარგლებში, პირის ღრუს და კანის სიმსივნის უჯრედებზე ოთხი დღის განმავლობაში ზემოქმედებდნენ სამი ტიპის ცხიმოვანი მჟავებით - პალმიტინის, ოლეინის და ლინოლენის მჟავებით.

ამის შემდეგ უჯრედები შეიყვანეს თაგვების შესაბამის ქსოვილებში. მღრღნელები იმყოფებოდნენ სტანდარტულ დიეტაზე. იმ უჯრედებში, რომლებზედაც ზემოქმედებდნენ პალმიტინის მჟავათი მეტასტაზების ზომა გაიზარდა. ოლეინის და ლინოლენის მჟავებისათვის მსგავსი დამოკიდებულება არ იქნა შემჩნეული.

თაგვების დიეტაში პალმიტინის მჟავას შეყვანისას, მან არა მარტო მეტასტაზების განვითარებას შეუწყო ხელი, არამედ ხანგრძლივ ზემოქმედებას ახდენდა გენომზე. ამას გარდა, კიბოს უჯრედები „იმახსოვრებდნენ“ პალმიტინის მჟავას მოქმედებას. პალმის ზეთით მდიდარ დიეტაზე მყოფი თაგვებისგან აღებული სიმსივნის უჯრედები, ნორმალურ დიეტაზე მყოფ სახეობებზე გადანერგვისას რჩებოდნენ მეტასტაზირებისაკენ მიდრეკილები.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ეს „მეხსიერება“ უკავშირდებოდა ეპიგენეტიკურ ცვლილებებს, რომლებიც კიბოს უჯრედებს საშუალებას აძლევდა სიმსივნის ირგვლივ მოეხდინათ ერთგვარი ნეირონული ქსელის ფორმირება და ირგვლივ არსებულ უჯრედებთან კომუნიკაცია.

მეცნიერებმა შეძლეს მისი დათრგუნვის მეთოდის მოძებნა. ისინი გეგმავენ ჩაატარონ მეტასტაზირების დათრგუნვის საშუალებების კლინიკური გამოცდა.