რჩევები მცივანებს - ცხარე ჩილი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ათბობს და ენერგიით ავსებს მთელ ორგანიზმს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები მცივანებს - ცხარე ჩილი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ათბობს და ენერგიით ავსებს მთელ ორგანიზმს

  • უპირველეს ყოვლისა, შეიძინეთ კომფორტული, თბილი და ამავე დროს მსუბუქი ტანსაცმელი: ბუმბულით ამოვსებული ქურთუკი ან ჟილეტი, შალის თბილი, სასიამოვნო ფერის სვიტერი, ფაფუკი კაშნე. მათი შეხედვაც კი გაგათბობთ. გამოცდილი ადამიანები ამბობენ, რომ ის, ვისაც ფეხები თბილად აქვს, არასოდეს გაიყინება. ექიმებიც აღნიშნავენ, რომ როცა კაცს ფეხებზე სცივა, მთელი ტანი ადვილად უცივდება. გაითვალისწინეთ ეს და ჩაიცვით წინდები, რომლებიც სითბოს ინარჩუნებს. მცივანა ადამიანებმა სასურველია შეარჩიონ ისეთი საზამთრო ფეხსაცმელი, რომელიც შიგნიდან ბეწვით არის დათბილული ან სპეციალური საფენები აქვს ჩაფენილი. თუმცა თბილი ფეხსაცმელი ზამთარში მხოლოდ მცივანებს როდი სჭირდებათ - ის ყველასთვის აუცილებელია. ასევე უნდა შეირჩეს საშინაო თბილი ჩუსტებიც. თუ ფეხი თბილად გექნებათ, თავიდან აიცილებთ შარდის ბუშტის, სასქესო ორგანოების გაციებას, ანთებით პროცესებს.

  • ქუჩაში ძალიან შეგცივდათ და თავს ცუდად გრძნობთ? შინ შესვლისთანავე მიიღეთ ცხელი აბაზანა ან შხაპი. შემდეგ ფუმფულა ხალათში გაეხვიეთ და ცხელი ჩაი დალიეთ.

  • ღამით გასათბობად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაზე საიმედო და ნაცადი საშუალება - სათბურა. რეზინის სათბურას აუცილებლად ჩამოაცვით ქსოვილისაგან შეკერილი სპეციალური შალითა, რათა არ დაიწვათ. თუ ელექტრონულ სათბურას იყენებთ, ფრთხილად იყავით - მასთან ერთად არ დაგეძინოთ!

  • გსურთ, გათბეთ და სასიამოვნო განწყობაც შეიქმნათ? დალიეთ ცხელი შოკოლადი. ერთი ფინჯანი ტკბილი სასმელი გაგათბობთ, ძალების მოკრებასა და მოდუნებაში დაგეხმარებათ. ცხელი შოკოლადი აუჩქარებლად, მცირე ყლუპებით უნდა სვათ, რათა იგრძნოთ, როგორ ედება სითბო და სასიამოვნო განცდა მთელ სხეულს.

  • კვების რაციონში აუცილებლად ჩართეთ წიწაკა. ცხარე ჩილი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ათბობს და ენერგიით ავსებს მთელ ორგანიზმს. მისი გემო თავიდან გვაცილებს აპათიას და მელანქოლიას.