გულისთვის რომელია დაძინების საუკეთესო დრო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულისთვის რომელია დაძინების საუკეთესო დრო

უფრო დაბალია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკი.

კომპანიის Huma Therapeutics თანამშრომლებმა გაანალიზეს UK Biobank-ის კვლევის 88 ათასზე მეტი მონაწილეს მონაცემები. მათი დაძინებისა და გაღვიძების დროის შესახებ ინფორმაცია გროვდებოდა მაჯაზე დამაგრებული აქსელერომეტრების საშუალებით შვიდი დღის განმავლობაში. ამას გარდა მეცნიერებმა ასევე აფიქსირებდნენ მათ ფიზიკურ და სოციალურ მდგომარეობას.

ჯანმრთელ მონაწილეებს აკვირდებოდნენ ექვსი წლის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები განუვითარდა კვლევის 3172 მონაწილეს (3,6%). ყველაზე ხშირად ეს აღინიშნა იმ პირებში, რომლებიც იძინებდა შუაღამეზე და უფრო გვიან და ნაკლებად ვინც იძინებდა 22:00-დან 22:59-მდე შუალედში. მკვლევრებმა გაანალიზეს დაძინების დროსა და გულს-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს შორის კავშირი და მხედველობაში მიიღეს თანმხლები ფაქტორები- ძილის ხანგრძლივობა და რეგულარობა, ადამიანის ქრონოტიპი და ა.შ.

აღმოჩნდა, რომ მათთან, ვინც შუაღამეს ან უფრო გვიან იძინებდა 25%-ით მაღალი იყო რისკი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისა, ვიდრე მათთან ვინც 22:00-23:00 შუალედში წვებოდა დასაძინებლად. შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს რისკი უფრო ძლიერი იყო ქალებში მამაკაცებთან შედარებით.