რატომ უნდა დავახუროთ უნიტაზს სახურავი ჩარეცხვისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა დავახუროთ უნიტაზს სახურავი ჩარეცხვისას

რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებში და სასწავლო დაწესებულებებში ინფექციის გავრცელებაზე საზოგადოებრივი საპირფარეშოები. ამისათვის მათ გაანალიზეს მსოფლიოს 13 ქვეყანაში ჩატარებული 38 კვლევა.

მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საზოგადოებრივ ადგილებში ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების აფეთქების თავიდან ასაცილებლად, ხელების დაბანა და სანიტაიზერების გამოყენება საკმარისი არ არის. დიდი როლი ამ პროცესში შეიძლება შეასრულოს საპირფარეშოებმა: თავდაუხურავი უნიტაზი და ნაგვის ურნა, ხელის ელექტროსაშრობი კომპლექსში შეიძლება ხელს უწყობდეს შენობაში ინფექციის გავრცელებას.

უნიტაზში წყლის ჩარეცხვისას, თუ მისი სახურავი ღიაა, პათოგენებით დაასნებოვნებული სითხის უწვრილესი წვეთებისაგან შემდგარი ბიოაეროზოლი შეიძლება ჰაერში „ჩამოეკიდოს“ ნახევარი საათის განმავლობაში და ინფიცირებული წვეთები გადაიტანოს ნახევარ მეტრამდე მანძილზე. როგორც ერთერთი კვლევა აჩვენებს, თავდაუხურავ უნიტაზში წყლის ჩარეცხვა იწვევს ჰაერში იმდენივე რაოდენობის აეროზოლების გაჩენას, რამდენსაც 6 წუთის განმავლობაში ხმამაღალი ენერგიული საუბარი.

ხელის ელექტროსაშრობიდან ცხელი ჰაერის ნაკადი ხელს უწყობს აეროზოლების შენობაში გავრცელებას. სახიფათო „კოქტეილის“ გავრცელებაში თავისი წვლილი შეიძლება შეიტანოს ღია ნაგვის ურნებმა.

ვენტილაციის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემის დეფექტებმა შეიძლება ინფექციის სართულებზე გავრცელება განაპირობოს.

პანდემიის პირობებში მკვლევარები მოუწოდებენ ადამიანებს დაიცვან პირადი ჰიგიენა (ხელების გულდასმით დაბანა, სადეზინფექციო საშუალებებით სარგებლობა, ზედაპირების ხშირად გასუფთავება) და წყლის ჩარეცხვისას უნიტაზს დაახურონ სახურავი.