"სასწაულმოქმედი" ვარდი - ტონზილიტის, სტომატიტის, ბროქნული ასთმის და შეკრულობის სამკურნალო რეცეპტები
წარმატებით იყენებენ ხველებისა და რესპირატორული, განსაკუთრებით - ალერგიული წარმოშობის (ასთმა), დაავადებათა თერაპიისთვის. კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების დროს ვარდის ზეთი აქრობს ანთებას და ხელს უწყობს ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნას, ხსნის გულისრევას და ყაბზობას.
ვარდის ზეთი ძალიან ძვირად ფასობს, რადგან ძნელად მოიპოვება - ერთი წვეთი ზეთის მისაღებად 30-მდე ყვავილის გვირგვინია საჭირო. ვარდის ეთერზეთი მდიდარია B, C, E, K ვიტამინებით, ტანინებით, უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ბუნებრივი მცენარეული ცხიმების საუცხოო კომპოზიციებით. ის 300-მდე კომპონენტს შეიცავს, რომელთაგან მხოლოდ 100-ის ქიმიური შემადგენლობაა განსაზღვრული.
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:
1. ტონზილიტის (ნუშურების ანთების) სამკურნალოდ ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ხმელი ან ცოცხალი ვარდის ფურცლები და თაფლი. ეს ყვავილოვან-თაფლოვანი მასა რაც შეიძლება მეტხანს ღეჭეთ და შემდეგ გადააფურთხეთ (არავითარ შემთხვევაში არ გადაყლაპოთ).
2. სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების) დროს წვრილად დაჭერით 3-4 სადილის კოვზი ვარდის ფურცელი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ და გადაწურეთ. ნაყენი დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ პირში.
3. ბრონქული ასთმის დროს აიღეთ 10 სადილის კოვზი ვარდის ფურცელი, 0,5 კგ გახეხილი გოგრა, მრავალძარღვას 1 სადილის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული ფოთოლი, 2 სადილის კოვზი თაფლი, 1 ლიტრი მშრალი წითელი ღვინო. აურიეთ ერთმანეთში და შემოდგით ნელ ცეცხლზე. ადუღებას რომ დააპირებს, გადმოდგით (არ აადუღოთ!). მიღებული მასა უნდა მიირთვათ სამი დღის განმავლობაში, თითო სადილის კოვზი დღეში 5-ჯერ, შემდეგ შეისვენოთ.
4. შეკრულობის დროს ვარდის რამდენიმე ფურცელი კარგად უნდა დაღეჭოთ და გადაყლაპოთ. ეს უნდა გააკეთოთ დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.