თუ მოწამლული ადამიანი გონზეა, უნდა დავალევინოთ მაგარი ყავა, ჩაი, ან ასკილის ნაყენი - მხუთავი აირით მოწამვლის ნიშნები და რეკომენდაციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ მოწამლული ადამიანი გონზეა, უნდა დავალევინოთ მაგარი ყავა, ჩაი, ან ასკილის ნაყენი - მხუთავი აირით მოწამვლის ნიშნები და რეკომენდაციები

- მხუთავ გაზს არ აქვს ფერი და სუნი, მაგრამ ძალიან ტოქსიკურია. იგი სხვადასხვა საწვავის არასრული წვის პროდუქტია. სისხლში ადვილად უკავშირდება ჰემოგლობინს, რაც ორგანიზმის მწვავე ჟანგბადოვან შიმშილსა და სიკვდილს იწვევს. მოწამვლა დამოკიდებულია მხუთავი გაზის კონცენტრაციაზე, მისი მოქმედების ხანგრძლივობასა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

მხუთავი აირით მოწამვლა შესაძლებელია:

საწარმოში, სადაც მხუთავ აირს სხვადასხვა ორგანული ნივთიერების (აცეტონი, მეთილის სპირტი, ფენოლი) სინთეზისათვის იყენებენ;

ცუდი ვენტილაციის მქონე შენობაში, გვირაბში, გზატკეცილზე ან დიდ ავტოსტრადაზე.ბინაში, სადაც გაზქურა, წყალი და ოთახის გამათბობელი გამართულად არ მუშაობს.

განასხვავებენ მხუთავი გაზით მოწამვლის ორ ხარისხს - მსუბუქს და მძიმეს.

მსუბუქი მოწამვლისას ადამიანი უჩივის:

  • თავის ძლიერ ტკივილს (თავი თითქოს მარწუხში გაქვთ მოქცეული), ტკივილს შუბლის, საფეთქლების მიდამოში;
  • ყურებში შუილს;
  • თავბრუხვევას;
  • სისუსტეს;
  • გულისცემის გახშირებას;
  • გულისრევასა და პირღებინებას.
  • ადამიანი გონზეა, მაგრამ თითქოს გაბრუებულია.

მძიმე მოწამვლისას შესაძლოა:

  • განვითარდეს მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები;
  • სახეზე გაჩნდეს ვარდისფერი ან ლურჯი ლაქები;
  • ძილიანობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ცნობიერების დარღვევა და კომური მდგომარეობა, კლონურ-ტონური კრუნჩხვები.
  • გუგები მკვეთრად გაფართოებულია;
  • ირღვევა სუნთქვა;
  • მომატებულია სხეულის ტემპერატურა, რაც ტვინის შეშუპების მანიშნებელია.

პირველი დახმარების გაწევისას აუცილებელია:

დაზარალებული სასწრაფოდ გამოვიყვანოთ სახიფათო ზონიდან, უზრუნველვყოთ სუფთა ჰაერის მიწოდება (გავაღოთ სარკმელი, ფანჯარა, კარი);

ვასუნთქოთ ჟანგბადი;

თუ გონზეა, დავალევინოთ მაგარი ყავა, ჩაი, ასკილის ნაყენი.გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

თუ ადამიანი კომაშია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე ჩაუტარეთ სარეანიმაციო ღონისძიებები. თუ ავადმყოფი გონზეა, სავარაუდოდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ექიმის კონსულტაცია მაინც აუცილებელია.

- როგორ მოვიქცეთ, რომ არ მოვიწამლოთ?

- ამისთვის აუცილებელია, დავიცვათ უსაფრთხოების წესები:

საწვავზე მომუშავე მოწყობილობების აწყობა, ექსპლუატაცია და შემოწმება უნდა მოხდეს პროფესიონალის მიერ;

საკვამური მილი გარეთ უნდა გადიოდეს და კარგად უკავშირდებოდეს შესაბამის მოწყობილობას;

არ ვამუშაოთ დიზელის ძრავა დახურულ სივრცეში.

გახსოვდეთ:

მოწამლულის გადარჩენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მომწამლავი ნივთიერებების დროულ აღმოჩენას და მისი მოქმედების შეწყვეტას.დროულად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.