სიკვდილის შიში ვარჯიშისთვის საუკეთესო  მოტივატორი აღმოჩნდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიკვდილის შიში ვარჯიშისთვის საუკეთესო  მოტივატორი აღმოჩნდა

მათ სთხოვეს შეეფასებინათ რამდენად ახდენდა ფიტნეს აპლიკაციის ხუთი სხვადასხვა შეტყობინება ვარჯიშისთვის მათ მოტივაციას. შეტყობინების რანჟირება უნდა მოეხდინათ ერთიდან შვიდამდე შკალით, სადაც ისინი აღნიშნავდნენ, რომ „შეტყობინება საერთოდ არ ახდენდა ვარჯიშის დაწყების ან გაგრძელების მოტივაციას,“ ან კიდევ „შეტყობინება სრულად ახდენდა ვარჯიშის დაწყების ან გაგრძელების მოტივაციას“.

პირველი შეტყობინება შეეხებოდა ფინანსებს და მონაწილეებს აწვდიდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსახლეობის დაბალი ფიზიკური აქტივობა კანადელ გადასახადების გადამხდელებს თითქმის შვიდი მილიარდი დოლარი უჯდება.

მეორე შეეხებოდა სიმსუქნეს და ინფორმაციას აწვდიდა მოსახლეობას, რომ ყოველ მეოთხე კანადელს აღენიშნება სიმსუქნე.

მესამეში საუბარი იყი სიკვდილზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის 6% უკავშირდება მჯდომარე ცხოვრების წესს. მეოთხეში საუბარი იყო დაავადებებზე. გაფრთხილების სახით მოყვანილი იყო ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწის ედვარდ სტენლის სიტყვები: „ვინც სპორტისთვის ვერ იცლის, დაავადებისთვის დროის დათმობა მოუწევს“.

და ბოლოს მეხუთე შეტყობინებაში საუბარი იყო საზოგადოებრივ გაკიცხვაზე. მონაწილეებს ეკითხებოდნენ თუ როგორ ეკიდებოდნენ ასეთ განცხადებას: „სიმსუქნის გამო ადამიანების სტიგმატიზაცია რასობრივი დისკრიმინაციის ტოლფასია“.

აღმოჩნდა, რომ ქალებისა და მამაკაცებისთვის ვარჯიშის დასაწყებად ძირითადი მოტივატორი ავადმყოფობისა და სიკვდილის შიში იყო. სწორედ ამ ორმა შეტყობინებამ დააგროვა ქულათა მაქსიმუმი. მესამე ადგილი ფინანსურმა მოსაზრებებმა დაიკავა, მეოთხე სიმსუქნის პერსპექტივამ. ყველაზე ნაკლებად ადამიანები ცუდი ფიზიკური ფორმის გამო სოციალური გარიყვას განიცდიდნენ.