რატომ ვაგროვებთ კოლექციას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ვაგროვებთ კოლექციას

მიუხედავად იმისა, რომ შეგროვებისადმი ლტოლვა ძალიან გავრცელებულია, მეცნიერებმა ცოტა რამ იციან იმის შესახებ, თუ რა ამოძრავებს ადამინებს ამა თუ იმ საგნის კოლექციის შეგროვებისკენ. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ისეთივე ინსტინქტია, როგორ საჭმლის მომნელებელი რეფლექსი. როგორც დიდი მეცნიერი პავლოვი ამტკიცებდა, კოლექციონერობა ცხოველებშიც არსებობს და თანამედროვე მეცნიერები მასთან სოლიდარულები არიან. ეს ძირითადად ეხება გადარჩენასთან დაკავშირებულ საკვებს.

ადამიანს კი აქვს მიზანი, რაც ჩვენს ცხოვრებას გააზრებულს ხდის. მიზნის რეფლექსის ერთ-ერთ ყველაზე ტიპურ ფორმად პავლოვი კოლექციონერობისადმი ლტოლვას ასახელებდა. კოლექციონერობის ლტოლვას რომ ინსტინქტი მართავს, ფიზიოლოგის აზრით, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი რომ ადამინები ხშირად აგროვებენ სრულიად უსახურ ნივთებს. ამასთან ისინი ხარჯავენ ენერგიას, დროს და მატერიალურ სახსრებს კოლექციის შესაგროვებლად.

კოლექციონერობის ერთერთი ფორმა, რომლითაც ადამიანები არიან გატაცებულები, არის ფულის, უძრავი ქონების, ფუფუნების საგნების შეგროვება, რაც ხშირად ბედნიერების მომტანი სულაც არ არის.

ცხოველებისგან განსხვავებით ადამიანები საკმაოდ უჩვეულოდ იქცევიან. ისინი აგროვებენ არა მარტო იმას, რაც მათ მძიმე დროს უზრუნველყოფს (ხელოვნების ნიმუშები, მარკები, მონეტები) არამედ უაზრო სტატუეტებს, მაგნიტებს მოგზაურობიდან, ზანზალაკებს, აფიშებს და ა.შ. როგორც ჩანს ადამიანებს აქვთ რაღაც უფრო მაღალი სტრუქტურა, რომელიც ახდენს დაგროვებითი დრაივის მოდულირებას.

ფსიქოლოგების აზრით, ყველაფერი ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან იწყება. ყველა ბავშვს აქვს კოლექციონერობისადმი მიდრეკილება, რითაც ადვილად სარგებლობენ ქსელური მაღაზიების მარკეტოლოგები.

მხოლოდ XXI საუკუნეში, სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად გამოირკვა, რომ კოლექციონერობაზე ადამიანსა და ცხოველებში პასუხისმგებელია ტვინის გარკვეული უბანი. როგორც აღმოჩნდა პათოლოგიური კოლექციონერებისთვის დამახასიათებელია თავის ტვინის ქერქის შუბლის წილების დაზიანება, განსაკუთრებით მარჯვნივ. ნევროლოგების დასკვნით: დაგროვებისადმი პრიმიტიული მისწრაფება ადამიანებს ბუნებრივად ახასიათებთ, მაგრამ ის ჩვეულებრივ კონტროლდება მარჯვენა მედიალური პრეფრონტალური ქერქით. ამ ზონის დაზიანებისას, ‘კოლექცია“ შეიძლება გამოვიდეს კონტროლიდან.

არანორმალური შემგროვებლური ქცევა შეიძლება აღინიშნოს ზოგიერთი დაავადებისას, როგორიცაა ობსესიურ-კომპულსიური მოშლილობა, შიზოფრენია, ტურეტის სინდრომი და ზოგიერთი სახეობის დემენცია. თუმცა მეცნიერებმა ჯერჯერობით არ იციან ზუსტად სად ხდება დაზიანება და როგორ შეიძლება მისი მკურნალობა.

თანამედროვე ფსიქოლოგები კოლექციონერობის რამდენიმე მოტივს გამოჰყოფენ. ზოგიერთებს შეგროვების პროცესი ანიჭებს სიამოვნებას. მეორეებისთვის კოლექციონერობა სამყაროს შეცნობის, სამეცნიერო ინტერესის დაკმაყოფილების საშუალებაა, მესამენი აქედან ესთეტიკურ სიამოვნებას ღებულობენ, მეოთხეები ყიდულობენ ერთი ტიპის საგნებს სტატუსის, პრესტიჟის ან თანამოაზრეებთან ურთიერთობისთვის.

გერმანელი ფილოსოფოსები ზიგმუნდ ფროიდი და ჰუგო მიუნსტერბერგი კოლექციონერობაში მაკომპენსირებელ ქცევას ხედავდნენ. „როდესაც გაუთხოვარი ქალი ძაღლს იძენს, ხოლო ხანში შესული დაუქორწინებელი მამაკაცი სტატუეტებს აგროვებს, პირველი ამგვარად აკომპენსირებს ცოლ-ქმრული ცხოვრების არარსებობას, ხოლო მეორე ქმნის მრავალრიცხოვანი სასიყვარულო გამარჯვების ილუზიას. ყველა კოლექციონერი ერთგვარი დონ ჟუანია“- ფიქრობდა ფროიდი.