რატომაა აუცილებელი ქუჩაში პირბადის ტარება
და ვირუსის ნაწილაკები გაცილებით უფო დიდ მანძილზე გადაადგილდეს, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში.
მუმბაიში ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა გამოიყენეს რიცხვითი ჰიდროდინამიკური მოდელი, რომელიც ახდენდა ტურბულენტობის სიმულაციას. მეცნიერებმა მოახდინეს ხველის ნაკადის მოდელირება ქარიან და ნორმალურ პირობებში.
მოდელირებამ აჩვენა, რომ ჩვეულებრივ პირობებში ხველის ნაკადი 0,5 წამში ლახავდა 1,1 მეტრ მანძილს, ჰაერის მცირე თანმხლები ნაკადის შემთხვევაში კი ის იგივე მანძილს 0,33 წამში ფარავდა. მცირე ქარიც კი 8 კმ/სთ სიჩქარით, ზრდის ეფქტური სოციალური დისტანციისთვის საჭირო მანძილს 20-30%-ით, 90-182 სმ-დან 109-219 სანტიმეტრამდე. ქარის 14-17კმ/სთ სიჩქარის შემთხვევაში, ვირუსის გავრცელების მანძილი კიდევ მეტად იზრდებოდა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხველის დროს გამოყოფილი მსხვილი წვეთები ჰაერში ჩვეულებრივ უფრო დიდ ხანს რჩებიან. გავრცელებასთან ერთად ისინი ურთიერთქმედებენ ქართან და ჰაერში ნარჩუნდებიან, იმის მაგივრად რომ მიწაზე დაეცეს.
უფრო მსხვილი წვეთების ჰაერში ყოფნის დროის გაზრდასთან ერთად იზრდება ხველის ნაკადთან ერთად ვირუსული ნაკადი და შესაბამისად დასნებოვნების შანსებიც. მკვლევარები გვირჩევენ პირბადეების ქუჩაში, განსაკუთრებით ქარიან ამინდში ტარებას.