როგორია ორგანიზმში მარილის დეფიციტის ნიშნები

ეს პროდუქტი აუცილებელია ორგანიზმისთვის, რადგანაც ის მონაწილეობს ცვლით პროცესებში უჯრედულ დონეზე. მარილში არსებული მინერალები ინარჩუნებენ ელექტროლიტების ბალანსს, რომელსაც მიეკუთვნება ნატრიუმი.
ადამიანის ორგანიზმში მარილის ნაკლებობის სიმპტომები შეიძლება იყოს: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისრევა, გულის მუშაობის დარღვევა, არასტაბილური ჰემოდინამიკა და ა.შ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ნატრიუმი ზრდასრულმა ადამიანმა უნდა მიიღოს დღეში არა უმეტეს 2 გრამისა, რაც შეესაბამება 5 გრამ სუფრის მარილს.