დაღლილობის ფორმები და ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც სტრესს მოგიხსნით
ის მარტივი, ეფექტური და დროით დამტკიცებული და შემოწმებულია.
გვირილა - ჩაი ხსნის დაძაბულობას და მოქმედებს მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით. 2 ჩაის კოვზ გვირილას ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთით, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3 ჭიქა.
ჭინჭარი - შესანიშნავი ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებაა. კარგია თანაბარი პროპორციებით აღებული ჭინჭრის ფოთლების, გვირილის, ფარსმანდუკის მატონიზებელი ჩაი. 1 ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გავაჩეროთ, გადავწუროთ და მივიღოთ 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ბარამბო - მას ტვინის ქალბატონსაც ეძახიან, რომელიც მელანქოლიას განდევნის და მეხსიერებას აუმჯობესებს. 2 სუფრის კოვზ ხმელ ფოთოლს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 15-20 წუთით და დალიეთ მთელი დღის განმავლობაში.
ელეუტეროკოკი - ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, ცუდი ძილი, უმიზეზო შიში, განწყობის ცვლილება - ელეუტეროკოკის მიღების ჩვენებებია. 1-2 კვირის განმავლობაში ყოველდღე უზმოზე მიიღეთ 10-20 წვეთი ექსტრაქტი 1/3 ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი. ის ეფექტურია ძლიერი ფიზიკური და გონებრივი დაღლილობისას.
ვარდისფერი როდიოლა - 50 გ მცენარეს დაასხით 0,5 ლიტრი 40% სპირტი და 2 კვირა დადგით ბნელ, თბილ ადგილზე. მიიღეთ 20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.