მაღალმთიან ადგილზე ცხოვრება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მაღალმთიან ადგილზე ცხოვრება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

ეს ეფექტი განსაკუთრებით ვლინდება 2-3,5 კმ სიმაღლისათვის. მეცნიერების სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში Frontiers in Physiology.

მაღალმთიან ადგილზე ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდება დაქვეითებულია. ადამიანები შეგუებულები არიან ამგვარ პირობებს, თუმცა როგორ მოქმედებდა ეს ინსულტის განვითარების რისკზე, შესწავლილი არ ყოფილა. ა.შ.შ-ს, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის მკვლევარებმა გაანალიზეს ინსულტის გამო 76 ათასი ჰოსპიტალიზირებული და 38 ათასი გარდაცვლილი ადამიანის მონაცემები. პაციენტები დაყვეს ოთხ ჯგუფად მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის სიმაღლის მიხედვით: დაბალი (1500მ-მდე), ზომიერი (2500მეტრამდე), მაღალი (3500მეტრამდე) და ძალიან მაღალი (5500მეტრამდე).

აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც მაღალმთიან ადგილზე ცხოვრობენ ინსულტის ნაკლები რისკი აღენიშნებათ. თუმცა ეს ეფექტი არ ვლინდებოდა 3,5 კილომეტრზე მაღალ სიმაღლეზე, რაც მკვლევარების აზრით შეიძლება დაკავშირებული იყოს გადაჭარბებული ჰიპოქსიის გამო თრომბის წარმოქმნის მომატებულ რისკთან.

ინსულტისადმი მსგავსი მდგრადობა, მეცნიერების აზრით, უკავშირდება მაღალმთიან პირობებთან ადაპტირებულების თავის ტვინის უფრო განვითარებულ სისხლძარღვოვან ქსელს.